რუსთავის მუნიციპალურ ა(ა) იპ-ს თანამშრომელმა სასამართლო დავა მოუგო

დღეს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე მამუკა ნოზაძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე, მოქალაქე ელენე გახარია რუსთავის მუნიციპალური ა(ა) იპ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის“ წინააღმდეგ.

მოსამართლემ დააკმაყოფილა ელენე გახარიას სარჩელი და განაცხადა, რომ კანონთან წინააღმდეგობაში მოდის აღნიშნული პირის, როგორც შტატის გაუქმება, ასევე ის გარემოება, რომ ცვლილების შესახებ მას დასაბუთებული ინფორმაცია არ მიაწოდეს. ამასთან ერთად მოსამართლემ განაცხადა, რომ საქმის განხილვისას არ გამოიკვეთა გარემოება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ სჭირდებოდა აღნიშნულ ა(ა)იპს, კონკრეტულად ელენე გახარიას შტატის გაუქმება, მაშინ როდესაც დაწესებულება თავად აცხადებდა, რომ დაფინანსება გაეზარდა.

მუნიციპალურ ა(ა)იპ-ს დაევალა მოსარჩელეს გადაუხადოს კომპენსაციის სახით 6 750 ლარი.

მოცემულ მომენტში არ არის ცნობილი, მუნიციპალური ა(ა)იპი გაასაჩივრებს, თუ არა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

ამავე თემაზე:

რუსთავის მუნიციპალური ა(ა)იპის თანამშრომელი დისკრიმინაციასა და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს

QvemoQartli.ge