ელლადა რიზალი – მოსაზრება

ქალი სამყაროში განახლებას, ახლის აღორძინებას ნიშნავს. ამიტომაც ეწოდება ბევრ მნიშვნელოვან მოვლენას მისი სახელი „დედამიწა“, „დედა ენა“.

დედა, ჩემი აზრით, არის ცხოვრების დასაწყისი და აზრი ყველაფრის. ის თამაშობს მთავარ როლს პიროვნების განვითარებაში და სრულყოფილ ჩამოყალიბებაში. დედები და ცხადია, მამებიც ვალდებულნი არიან აღზარდონ განათლებული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პიროვნებად ჩამოყალიბებული ახალგაზრდები. ისეთი ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ოჯახზეც და საზოგადოებაზეც. სახელმწიფო კი ვალდებულია დაიცვას დედა-შვილი, რადგან დედა-შვილზე ზრუნვა მომავალსა და განვითარებაზე ზრუნვის ტოლფასია.

სახელმწიფოს არასაკმარისი წვლილი ქალთა განვითარებაში ანელებს ქვეყნის განვითარების პროცესს.

„მარტოხელა დედების” სტატუსი საქართველოში სოციალური სააგენტომ შექმნა, მაგრამ საკითხავია რამდენ მარტოხელა დედას აქვს ინფორმაცია ამ სტატუსის შესახებ?! კიდევ უფრო რთულ ვითარებაში არიან მარტოხელა დედები ეთნიკური უმცირესობებიდან – მათი უფლებები არ არის სათანადოდ დაცული. აუცილებელია კვლევა იმისა, თუ რამდენად სარგებლობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მარტოხელა დედები ამ სოციალური სტატუსით. ან თუ იციან, ზოგადად, ასეთი სტატუსის არსებობის თაობაზე?!

საქართველოში ქალებისა და კონკრეტულად მარტოხელა დედების ან ზოგადად დედების ზრუნვის თაობაზე, ძალიან ბევრი სოციალური პროგრამა არის განსახორციელებელი სახელმწიფოს მხრიდან. ქვეყნის და დემოკრატიის ჩამოყალიბება იწყება ქალით. შესაბამისად, ქალთა განვითარების პოზიტიური პოლიტიკის გატარება ყველა ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს. დავიცვათ დედები, რათა დავიცვათ მომავალი!

ავტორი: ელლადა რიზალი

სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.