05.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

მუნიციპალიტეტების განვითარების დოკუმენტების ხარისხი

ქვემო   ქართლში  მუნიციპალიტეტების  საშუალოვადიანი  განვითარებისა  და  პრიორიტეტების   დოკუმენტების  ხარისხის  მონიტორინგის ანგარიში

ავტორი: დავით  ლოსაბერიძე

ანგარიშის ძირითადი მიგნებები და რეკოემნდაციები:

  • მუნიციპალიტეტების მერებმა რიგ შემთხვევებში არ გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები (ბრძანებები) 2018 წლის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების დაწყების თაობაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილით.
  • რიგ შემთხვევებში მუნიციპალიტეტებმა ვერ წარმოადგინეს პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე შესაბამის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციასთან კონსულტაციის დამადასტურებელი მასალები და აღნიშნეს, რომ მხოლოდ ზეპირი კონსულტაციები გაიმართა.
  • პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესში საზოგადოების ჩართულობის დონე ძალზე დაბალია და მხოლოდ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის განსახილველად ბიუჯეტის პროექტთან ერთად მისი წარდგენით შემოიფარგლება.
  • ბიუჯეტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტების განხილვის პროცესი საკრებულოების კომისიებისა და საკრებულოს სხდომებზე პრაქტიკულად საზოგადოების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს. ამას გარკვეულწილად ხელს უშლის საკრებულოს რიგგარეშე სხდომებზე ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების პრაქტიკა, რომლის დროსაც მოსახლეობის წინასწარი ინფორმირება სხდომის გამართვის თაობაზე სრულყოფილად ვერ მოხერხდება. რიგ შემთხვევებში არ ხდება ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის საჯარო განხილვისათვის მუნიციპალიტეტის ვებ-საიტებზე გამოქვეყნება.
  • რიგ მუნიციპალიტეტებში მუნიციპალიტეტების საკრებულოებს 2018 წლის პრიორიტეტების დოკუმენტები განკარგულებებით არ აქვთ დამტკიცებული, როგორც ეს მათი რეგლამენტებიდან გამომდინარეობს. პრიორიტეტების დოკუმენტის შესრულების კონტროლი და შეფასება საკრებულოების მხრიდან არ ხდება.
  • რიგ მუნიციპალიტეტებში პროაქტიულად არ არის გამოქვეყნებული მუნიციპალიტეტების საიტებზე 2018 წლის დამტკიცებული ბიუჯეტები და პრიორიტეტების დოკუმენტები. უნდა ითქვას, რომ მოსახლეობის ინფორმირების თვალსაზრისით მხოლოდ “საკანონმდებლო მაცნეში” ბიუჯეტის გამოქვეყნება საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტების განთავსება მუნიციპალიტეტების ვებ-საიტებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია, მუნიციპალურმა ორგანოებმა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  • სასურველია, მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული ხედვა ცალკე დოკუმენტის სახით არ იყოს მოცემული და ის ერთიანდებოდეს პრაქტიკაში არსებულ პრიორიტეტების დოკუმენტთან. საამისოდ, საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის პროექტები უნდა შევიდეს არსებული პრიორიტეტების დოკუმენტებში და მათ შეიძლება შემდეგი სავარაუდო სტრუქტურა ჰქონდეთ, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 76-ე მუხლის მოთხოვნებსაც:
  • ზოგადი საპასპორტო მონაცემები
  • მუნიციპალიტეტის ეკონომიკა
  • მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა
  • ჯანდაცვა და სოციალური მდგომარეობა
  • განათლება, კულტურა და სპორტი
  • გარემოს დაცვა
  • ხელისუფლება
  • SWOT ანალიზი
  • მუნიციპალიტეტის ხედვა და მისია წინა 3 წლის და მიმდინარე წლის ბიუჯეტების შესრულების მოკლე მიმოხილვა (მ.შ. შემოსავლებისა და ხარჯების, ფინანსური და არაფინანსური აქტივებით ოპერაციებისა და ვალდებულებების აგრეგირებული მაჩვენებლები, გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო შედეგების ანალიზი და მიმდინარე  საბიუჯეტო  წლის  გადამუშავებული        პროგნოზები);
  • მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტები
  • პრიორიტეტების მისაღწევად განსახორციელებელი ძირითადი პროგრამები (დასაგეგმი წლისა და მისი შემდგომი 3 წლის მუნიციპალური საბიუჯეტო პროგრამები / ქვეპროგრამები, მათი დაფინანსების ოდენობები, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორები).
  • მუნიციპალიტეტების მერებმა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების თაობაზე ბრძანების გამოცემისას, დოკუმენტის პროექტზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში ჩართონ საზოგადოების წარმომადგენლები, მ.შ. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის უკეთეს ინფორმირებულობას მომავალი წლის ბიუჯეტის შემუშავების საწყის სტადიებზე, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეალურ მონაწილეობას, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს ალტერნატივები და შესაძლებლობები ღიაა.
  • მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში წარდგენამდე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის დოკუმენტის განხილვისას, მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდეს ფართო საზოგადოების მონაწილეობით, რათა გაიმართოს ბიუჯეტის პრიორიტეტების საჯარო განხილვები. ეს საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს უკეთ ასახოს მოსახლეობის საჭიროებები შემდეგი წლის ადგილობრივ ბიუჯეტში.
  • მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა უზრუნველყონ მუნიციპალიტეტების ვებ- საიტებზე ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის პროაქტიული გამოქვეყნება კანონით დადგენილ ვადებში. ასევე, სასურველია, მუნიციპალურმა სამსახურებმა საიტისათვის მოამზადონ თითოეული პროგრამის შინაარსის განმარტება პოპულარული ენით, რითაც შესაძლებელი იქნება მოსახლეობის უფრო სრულყოფილი ინფორმირება მუნიციპალიტეტის მომავალი წლის გეგმებზე, ასევე, მოქალაქეთა დაინტერესება ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობის პროცესით.
  • საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მუნიციპალიტეტებმა პროაქტიულად გამოაქვეყნონ დამტკიცებული ბიუჯეტი და პრიორიტეტების დოკუმენტი, სასურველია, საიტის იმავე გვერდზე იყოს საბიუჯეტო პროგრამების პოპულარული ენით გაკეთებული განმარტებები.

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ საშუალოვადიანი ხედვისა და პრიორიტეტების დოკუმენტების პროექტები. მიზანშეწონილია, მოხდეს მათი ყოველწლიური განახლება, პრიორიტეტების დოკუმენტი წარედგინოს საკრებულოს ისეთი ფორმით, რაც შესაძლებელს გახდის მოსახლეობის ინფორმირებასა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ერთად მსჯელობას არა მარტო შემდეგი წლის ბიუჯეტის დეტალებზე, არამედ მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე.

წინამდებარე ანგარიში მომზადებულია ორგანიზაციების ა(ა)იპ „ქვემო ქართლის მედიის“ და ა(ა)იპ „ბოლნისის ენის სახლის“ მიერ,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ანგარიშის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელნი არიან ორგანიზაციები „ქვემო ქართლის მედია“ და „ბოლნისის ენის სახლი“  და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის ან გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

ანგარიში სრულად Qvemo-Kartli-municipal-plans-analysis

QvemoQartli.ge

Related Posts

ნაბიჯი უიმედობიდან ცვლილებებისკენ

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით. ის აქ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, მარტიდან მუშაობს. დღეს მიწის რეგისტრაციის პროექტისთვის ელექტრონული ბაზის...

COVID-19 და დეზინფორმაცია/COVID-19 və yanlış məlumat

დეზინფორმაცია, თანამედროვე სამყაროში, ვირუსულად ვრცელდება და იგი COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა ასპექტს შეეხო: საიდან და როგორ წარმოიქმნება ვირუსი, როგორ გადადის, თუ...

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი გაუარესდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს  აფასებს.  ინდექსის...

უფლებადამცველები ცესკოსთან ძალოვანი უწყებების ქმედებებზე

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას მოსთხოვა ხელახალი არჩევნების დანიშნვა, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მოთხოვნების...

„დილის 05:00 საათიდან ფეხზე ვართ“ – ქალების ხმა სურსათის ბაზრიდან

აგრარული ბაზარი – ადგილი, სადაც დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი, ქალია. შრომობენ, ბევრს, სტრესულ და რთულ სამუშაო პირობებში – საკუთარი ჯანმრთელობის და...

ჯანდარის ტბა – თავისი დიდი მნიშვნელობით და დიდი სირთულეებით

ჯანდარის ტბას საქართველო და აზერბაიჯანი იყოფს. ტბის ერთი ნაწილი გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი აზერბაიჯანში, ყაზახის რაიონს

ბოლნისში შშმ პირების საჭიროებებზე იმსჯელეს

„შშმ პირების საჭიროებების ასახვა სოციალურ სერვისებში  გამოწვევები და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა“ -ამ სახელწოდების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბოლნისის მერიაში. ღონისძიებას ფსიქო-რეაბილიტაციის...

თხილის წარმოების მხარდაჭერა საქართველოში

Nuts.ge ერთერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით გააქვს ექსპორტზე. კომპანია...

მარნეულში ნოვრუზ ბაირამი აღნიშნეს

მარნეულში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული სახალხო ზეიმით აღნიშნეს. რეგიონის მუნიციპლაიტეტებმა კარვის ფორმის სტენდებზე, მათი რაიონის ფოტოები განათავსეს. კარვებთან სუფრები გაიშალა. განსაკუთრებით...

სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის

1 ივლისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად – კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), ქვემო ქართლის მედია (KKM), „სამოქალაქო საზოგადოების...

სამოქალაქო სექტორი თვითმმართველობაში ჩართულობის „ფასადური მექანიზმის“ გარდაქმნისთვის

ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „ჩემი ხელის უფლება.“ ინიციატივის ერთ-ერთი ამოცანა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს,...

რუსთავის მერობის კანდიდატი: „ამომრჩევლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება“

„ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო იმედაშვილი აცხადებს, რომ დღეს, მთელი დღის მანძილზე, რუსთავის სხვადასხვა საარჩევნო უბნებთან,  ამომრჩევლებზე ზეწოლა ხდებოდა....

“დილის 4 საათზე ვდგები და სამსახურში მოვდივარ” —ცხოვრება და დასაქმება ხურვალეთში

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში, ნატახტარში შევხვდით, ისინი აქ ფუდ ალიანსის საწარმოში მუშაობენ. თეა სოფელ ხურვალეთის მკვიდრია,...

რუსთავის ოპოზიციური საკრებულო ოფიციალური ვებგვერდის გარეშე დარჩა

რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდი Rustavi.gov.ge ცვლილებებს განიცდის. საიტზე ხელმისაწვდომია, მხოლოდ, რუსთავის მერიასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისად, რუსთავის ოპოზიციური საკრებულო ოფიციალური ვებგვერდის...

საქართველო კარგავს პოლიტიკური ნიშნით დევნილთა „სამოთხის“ სტატუსს

ფოტო: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, წითელი ხიდი   კეთილი ლეგენდა იმის შესახებ, რომ საქართველო არის თავშესაფარი მისი არა დემოკრატიული მეზობელი ქვეყნებიდან დევნილი...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *