14.08.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

H2O როგორც მხოლოდ ფორმულა – სკოლა წყლის გარეშე

ბერლინს და სოფელ წინწყაროს ბევრი არაფერი აქვთ საერთო. მიუხედავად ამისა, რვა წლის წინ, სწორედ, ბერლინში დაწერილი: „ ჩვენ გვინდა, ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ხელი მიუწვდებოდეს უსაფრთხო სასმელ წყალსა და სანიტარიაზე“ – წინწყაროელების გულის მთავარი ნადებია. ეს სიტყვები წყლისა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის კუთხით გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, კატერინა დე ალბუკერკს ეკუთვნის.

უწყლობის გამო წინწყაროში დ მის მეზობელ სოფლებში ცხოვრება ურთულდება ყველას, დიდსა თუ პატარას. ამჯერად პატარებით ვიწყებთ.

ეზოში ხეებისა და ყვავილების სიმცირით გვხვდება სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლა. თეთრი, გამხდარი ძაღლი მშობლებთან და ბავშვებთან ერთად მზეზე თბება. ძაღლს სახელი არ აქვს. ბავშვები ამბობენ, რომ მას „ძაღლი“ ჰქვია და მეტი არაფერი. ეს უბრალოდ ძაღლი ყოველდღე სკოლის 400-მდე მოსწავლეს ჭიშკართან ელის. ბავშვები ესწრებიან გაკვეთილებს, ზოგი ალბათ კარგად და ზოგიც ალბათ, არც ისე სწავლობს. თუმცა თითოეული მათგანი, ყოველდღე დგას ერთსა და იმავე პრობლემის წინაშე.

სკოლას არ აქვს სისტემატიური წვდომა სასმელ და ტექნიკურ წყალზე. ბავშვების საპირფარეშოებში არ არის სანიტარია დაცული. მოუწესრიგებელია საკანალიზაციო სისტემა. თითქოს და შორიდან განახლებული იერსახის მქონე სკოლის გარე საპირფარეშოებში ისეთი სუნია, თავმოყვარე ფერმერის ბოსელში, რომ არ დაგხვდებათ. სკოლის დირექტორი ნათელა ნიჟარაძე პრობლემების არსებობას არ უარყოფს. ამბობს, რომ სკოლას აქვს წყლის და შესაბამისად სანიტარიის კუთხით გამოწვევები.

სკოლებზე ზრუნვა, მოგეხსენებათ,  ახლა თვითმმართველობების კომპეტენციაა. თეთრიწყაროს თვითმმართველობაში თემაზე, ნატო ალთუნაშვილი მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი საუბრობს. ამბობს, რომ სკოლებზე ზრუნვას და მათ შორის წინწყაროს სკოლაზე – სველი წერტილების მოწესრიგებით იწყებენ. ალთუნაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში, პროექტი მომზადეება სოფელ წინწყაროში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლადაც.

სანამ თვითმმართველობა და ცენტრალური ხელისუფლება, გავა კონკრეტულ შედეგებზე, თეთრიწყაროს და სხვა მუნიციპალიტეტის არა ერთ სკოლაში, ირღვევა ადამიანის უფლება უწყვეტად მიეწოდებოდეს უსაფრთხო სასმელი წყალი და საკმარისი ოდენობით ტექიკური წყალი, სანიტარიის დასაცავად.

ამ სენს ებრძვის CENN-ი სამხრეთ კავკასიაში გარემოს დამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მათი ხედვაა დღევანდელი დღის შეცვლით უკეთესი მომავლის შექმნა. აძლიერებენ მუნიციპალიტეტის სოფლად მცხოვრებ ადამიანებს და უჩენენ იმედს, რომ ცვლილებებისთვის მათი ძალისხმევა საკმარია.  CENN-მა Wash საბჭოებთან ერთად [საბჭო აერთიანებს ადგილობრივი თემის ლიდერებს და თვითმმართველობის წარმომადგენლებს. მათი ამოცანაა, პოზიტიური ცვლილებებისთვის, იყვნენ ჩართულები პროცესებში რაც წყალს, სანიტარიას და ჰიგიენას უკავშირდება] სიკეთეები უკვე ჩაიდინა.

მათი ძალისხმევით წინწყაროს საბავშვო ბაღს სუფთა წყალი აქვს. ბელა გაზრდელიანი, რომელიც ადგილობრივი Wash საბჭოს წევრია, ამბობს რომ CENN-თან თანამშრომლობით მათ ბაღს 2 000 ლიტრიანი პოლიეთილინის ავზი, ტუმბო, საქაჩი და წყლის ფილტრი შეუძინეს. შესაბამისად ბაღს, რომელიც 100-მდე აღსაზრდელს მასპინძლობს დასალევად, საკვების მოსამზადებლად და ჰიგიენის დასაცავად სუფთა წყალი აქვს.

ვისაც ცუდი მეხსიერება აქვს და თან ცოტა შურიანია, არ ვურჩევთ მარიკო წიქორიძის გაცნობას. მარიკო CENN-ის პროექტების მენეჯერია და ქვემო ქართლის რეგიონის თითოეულ სოფელზე ახსოვს, სად რა პრობლემა დახვდა.

„ თითოეული სახელმწიფო ვალდებულია, ინდივიდუალურ რეჟიმში, ეკონომიკურ და ტექნიკურ ნაწილში საერთაშორისო და დახმარებით და თანამშრომლობით, მის ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით თანდათანობით სრულად უზრუნველყოს სუფთა და უსაფრთხო წყალსა და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობა“ – გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

„ევროკავშირი მიიჩნევს, რომ წყალსა და სანიტარიასთან, როგორც ადამიანის უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები მჭიდრო კავშირშია საცხოვრებლის, კვებისა და ჯანმრთელობის უფლებებთან. არა მხოლოდ სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობაა დაკავშირებული ადამიანის უფლებასთან, უფრო მეტიც, ის უნდა გახდეს შემადგენელი ნაწილი ადეკვატური საცხოვრებლის უფლებისა და უნდა განვიხილოთ, როგორც ადამიანის ღირსების განუყოფელი ნაწილი“, – ევროკავშირის მინისტრთა საბჭო.

მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით. 

Related Posts

დიდი ქალაქების მეზობელი სოფლის პრობლემა / Böyük şəhərlərin qonşuluğunda yerləşən Poladaantkari kəndinin problemləri

ფოლადაანთკარში გზას, წყალს და საბავშვო ბაღს ითხოვენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ფოლადაანთკარი, დასახლებად 2008 წლიდან დაარეგისტრირეს. მანამდე, მეტალურგიული ქარხნის „დაჩების“ სახელით...

„ქართული ოცნების“ შემომწირველების კომპანია რუსთავში, გასართობი ცენტრის მშენებლობისთვის, ხეებს ჭრის

ეს მშენებარე სავაჭრო-გასართობი ცენტრი შპს „ნიუს მოლს“ ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი, დავით კაპანაძე 2018 წლიდან „ქართული ოცნების“ შემომწირველია. მას ამ დროისთვის...

საჯარო მოხელეები საოლქო საარჩევნო კომისიაში – ოპოზიცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ

პარტია „ევროპული საქართველო”-ს რუსთავის ორგანიზაციის წევრები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პოზიცია, როგორც ოლქის წევრობაა,...

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება – რეალური თვითმმართველობისთვის

QvemoQartli.ge-ე აგრძელებს მუშაობას საჯარო მმართველობის რეფორმის მიმდინარეობის  შესასწავლად. დღეის მდგომარეობით არსებობს რეფორმისმხოლოდ გასული წლების, 2019-2020 წლების, სამოქმედო გეგმა. შესაბამისად,ყურადღებასაც მის...

ელექტრონული მმართველობის დანერგვის კუთხით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების შედეგი გაუარესდა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შეფასების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ელექტრონული მმართველობის საშუალო მაჩვენებელი 32%-ია, რაც ზუსტად იმეორებს 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს...

ჩეჩნები საქართველოში – ლტოლვილის სტატუსის მნიშვნელობა ადამიანის წამებისგან დასაცავად/ Chechens in Georgia – The importance of refugee status in protecting a person from torture

რამზან ახიადოვის საქმე ეს სტატია ქალაქ რუსთავში იწერება. რამდენიმე თვის წინ ამავე ქალაქის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე, ეთნიკური...

მუნიციპალურ შპს/აიპებზე ინფორმაციის გამოქვეყნება რუსთავის ხელისუფლებისთვის გამოწვევაა – თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ინდექსის, 2021 წლის მონაცემების მიხედვით, რუსთავი მუნიციპალიტეტებს შორის რეგიონში პირველ,  ხოლო ქვეყნის მასშტაბით, მეორე  ადგილზეა....

დეცენტრალიზაციის მომავალი/Desentralizasiyanın gələcəyi

დეცენტრალიზაციის სტრატეგია 2020-2025 მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული პრინციპების რეალიზება  და ადგილობრივი თვითმმართველობის თანმიმდევრული განვითარება, აქციოს დეცენტრალიზაცია უწყვეტ, მიზანმიმართულ...

„როცა ასაკში ხარ, თავშესაქცევი და სიმშვიდე გჭირდება, აქ კი ამისთვის ყველაფერია“

(როზა ღუღუნიშვილი) მოხუცები, რომლებიც ოჯახისა და ნათესავების გარეშე რჩებიან, ხშირად არჩევანის წინაშე დგანან – მარტო გაუმკლავდნენ პრობლემებს, თუ თავშესაფარში გააგრძელონ...

კუმისის ტბა გლობალური დათბობის პირისპირ

გლობალური დათბობა მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა და ამაზე მეტყველი, უკვე არაერთი მკაფიო მაგალითი არსებობს. ერთ-ერთ ასეთს,  ქვემო ქართლის რეგიონში არსებული...

რუსთავი წინასაარჩევნოდ – „სისხლიანი ბანერი“ და ოპოზიციის დაზიანებული საარჩევნო პოსტერები

ბანერი „სისხლიანი ლაქებით“ უკვე რუსთავშიცაა. „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ – ამ სიტყვებს ფონად „სისხლის ლაქები“ ადევს. ბანერზე გამოსახულნი...

factcheck.ge – პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ყალბი მტკიცებებით ამართლებს

პრორუსული გამოცემა „საქინფორმი“ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ყალბი მტკიცებებით ამართლებს ვერდიქტი: ყალბი ამბავი 2022 წლის 3 მარტს, პრორუსულმა გამოცემა „საქინფორმმა“ უკრაინაში...

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხი 26%-ით გაუარესდა – ინდექსის 2021 წლის შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი რეგიონში მეოთხე ადგილს იკავებს. ბოლო, 2021 წლის ინდექსის მონაცემების თანახმად, მუნიციპალიტეტს 26%-იანი კლება აქვს,...

ანტიდასავლური პროპაგანდა

სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ანტიდასავლური პროპაგანდა.  არიან  მედია გამოცემები,  რომლებიც  აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ დასავლური  ქვეყნები, საზოგადოებაში ასოცირდეს  პედოფილიასთან,...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *