ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან ერთად   ქესალოს სტუმრობდა.

მას შემდეგ, ქესალო ჩვეული რიტმით აგრძელებს ცხოვრებას. დატბორილი სახლებს მოვარდნილი წყლის ნაკვალევი ზოლებად ეტყობა. სოფლის შიდა გზები ბუნებას გაუკვალია. ადგილობრივები კითხვაზე, თუ რა პრობლემები აქვთ პირველს,  სწორედ, შიდა გზებს ასახელებენ.

,,მადლობა სააკაშვილს. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ნელ-ნელა უკეთ და უკეთ ვიცხოვროთ. ჩვენ სოფელს შიდა გზის საკითხი აწუხებს. წვიმიანობის დროს აქაურობა გაუვალია. ტალახში ეფლობიან სკოლაში მიმავალი ბავშვები. ასევე გვაქვს მიწის პრობლება. მთელი სოფლის საკმარისი მიწა სამ ადამინს აქვს დასაკუთრებული.

ჩვენც დაგვირიგა მთავრობამ მიწა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვიჭირს ასევე  სარწყავი წყლის გადასახადის გადახდა –  72 ლარია წელიწადში” – ამბობენ ქესალოში.

საკუთარი გვარის დასახელებისგან ყველა თავს იკავებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მსგავსი სიტუაცია გვქონდა გარდაბანის სხვა სოფლებშიც. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა პრობლემა რაზეც ისინი საუბრობდნენ ადვილი შესამჩნევი და დასამტკიცებელია, მოსახლეობას  არ სურს  მასალაში საკუთარი ვინაობის ჩაწერა.

ქესალოში დღეის მდგომარეობით დაახლოებით 7 000 მოსახლეა.  მათი უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია. შესაბამისად, ქესალოში საცხოვრებელი სახლები აზიური ტიპისაა. ორი და სამ სართულიანი სახლები გადაყურებს ეზოებს. ოჯახებს ჭიშკართან წითელი ლენტები აქვთ გაკრული.  ყველა სახლის წინ გზის ფუნქციას თოვლისგან ატალახიანებული მიწა  ასრულებს.  ცოტა უცნაური სანახავია აზიური სასახლის ტიპის სახლების მეზობლად ბოსლების  შესაფაერისი გზების ხილვა.

ჩვენი თანხმლები, რომელიც პირველად სტუმრობს ამ სოფელს, გვეკითხება მაინც რა დაუჯდებოდა ყველა ოჯახს საკუთარი სახლის წინ 2 მეტრზე  ასვალტის დაგება?  ალბათ, ბევრი არ დაუჯდებოდათ, მაგრამ ადგილობრივები ამ საქმის გაკეთებას გარდაბნის გამგეობისგან ითხოვენ.

2012 წელს  ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ქესალოსთვის გამოყოფილია 106 241 ლარი. რაში დაიხარჯება თანხა ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის.  (გუბერნატორის პრესსამსახურის მოწოდებულ მონაცემებში, არ არის მითითებული თანხა რა მიმართულებით დაიხარჯება)

ამავე პროგრამის თანხებით 2010 წელს  ქესალოში  ცენტრალური გზა და გარე   განათება გაკეთდა.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/album&id=6&mid=18