რუსთავის თვითმმართველობამ პირობა შეასრულა

7 თებერვალს ვწერდით. რომ რუსთავის თვითმმართველობა საკრებულოს სხდომის თარიღს თავის ოფიციალურ საიტზე არ აქვეყნებს. რის გამოც სხდომებზე დასწრება ადგილობრივი ჟურნალისტების ნაწილს, რომელსაც პრესსამსახური არ უკავშირდება, უძნელდება. მაშინ კომენტარი საკითხზე რუსთავის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო კორძაიამ გააკეთა.

,, ჩვენ მერიის შემოსასვლელში, საკრებულოს სხდომის თარიღის შესახებ განცხადებას სისტემატიურად ვაკრავთ. ნებიმიერ მოქალაქეს და ცხადია, ჟურნალისტსაც შეუძლია დაესწროს სხდომას..

რაც შეეხება საიტს, ამ წლის ბოლოს მოხდა მისი განახლება და გარკვეული ტექნიკური შეფერხებები გვქონდა. ეს ეხება ინტერნეტის მიღების ხარისხსაც. პრობლემა, სწორედ, ამან შექმნა, თუმცა შემილია გითხრათ, რომ შემდეგი სხდომის თარიღები თვითმმართველობის ოფიციალურ საიტზე, აუცილებლად, გამოქვეყნდება”- საუბრობდა კორძაია.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავის თვითმმართველობამ პირობა შეასრულა. 15 თებერვალს დაგეგმილი საკრებულოს სხდომის თარიღი დღეს მათ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=44