რეგიონული ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის”
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და ქვემო ქართლის რეგიონული ჰაბის – „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ ორგანიზებით, ბოლნისის მუზეუმში, რეგიონული ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის” გაიმართა.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, მოხალისეებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა, პედაგოგებმა, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, თვითმმართველობების, მედიის და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებმა.
ფორუმის მიზანი გახლდათ, ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაცია.
ფორუმის ფარგლებში, მოწვეული სტუმრებისთვის წარდგენილი იქნა ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული მოხალისეობრივი ინიციატივები. ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში მოეწყო ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების პროდუქტების გამოფენა, სადაც ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები
წარმოადგინეს მათი საქმიანობა და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობას შესთავაზეს. გამოფენაზე ბოლნისის ახალგაზრდული საბჭომ, მისი როლისა და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, აუდიტორიას განხორციელებულ საქმიანობას გააცნო.
წარმოადგინეს მათი საქმიანობა და მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობას შესთავაზეს. გამოფენაზე ბოლნისის ახალგაზრდული საბჭომ, მისი როლისა და საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, აუდიტორიას განხორციელებულ საქმიანობას გააცნო.
ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია თემაზე – „მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა ქვემო ქართლის რეგიონში“ და „მოხალისეობა, როგორც სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მონაწილეობით.
რეგიონული ფორუმი შედგა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.