ზაურ დარგალმა, 2022 წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით, მხოლოდ, ერთხელ ისარგებლა

QvemoQartli.ge-მ პარლამენტისგან ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა.

საპასუხო წერილის თანახმად, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი ზაურ დარგალი, 2022 წელს, პარლამენტის პლენარულ სხდომებზე სიტყვით, მხოლოდ, ერთხელ გამოვიდა.

მოთხოვნის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა არ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რამდენი კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი იყო დარგალი, გასულ წელს.

პარლამენტის წევრის წარმოდგენილი, ამ ეტაპზე ბოლო, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისმა სახელფასო შემოსავალმა 44 612 ლარი
შეადგინა.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი მედია. ხელს ვუწყობთ სოციალურ სამართლიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას.

ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს საქმე.