დმანისის მერია, სოფელ სარკინეთში არსებულ „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიაში“ ჩარიცხულ დმანისელებს, 50%-ით დააფინანსებს

„შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ არაკომერციული კერძო ინიციატივაა საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში. კოლეჯის, რომელიც ფუნქციონირებს  დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში, მთავარი მიზანია გახდეს საუკეთესო მაგალითი სასოფლო-სამეურნეო პროფესიული განათლების. შვეიცარიული სტანდარტის მიხედვით შექმნილი კოლეჯი სპეციალიზირებულია მეცხოველეობაში, რძისა და ყველის გადამუშავებაში.

დაწესებულება თეორიულ სწავლებასთან ერთად, უზრუნველყოფს სტუდენტების პრაქტიკულ განათლებას.

დმანისის მერია, აღნიშნულ სასწავლებელში ჩარიცხულ დმანისელებს სწავლის საფასურს 50%-ით დაუფინანსებს. შესაბამისი, საბიუჯეტო ქვეპროგრამა დმანისის მერიამ გასული წლის ბოლოს შექმნა და იგი ძალაშია, დმანისის საკრებულოს განკარგულებით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი მედია. ხელს ვუწყობთ სოციალურ სამართლიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას.

ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე.