06.02.2023 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობას გადაადგილების კუთხით პრობლემებს უქმნის

რუსთავში, შარტავას მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, გადაადგილების კუთხით სირთულეებს უქმნის, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს. ადგილზე არ არის მოწყობილი ქვეითებისთვის დროებითი, უსაფრთხო გადაადგილების კონსტრუქციები.

სამუშაოებს შპს „ენკო“ ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 4 649 744,81 ლარია. რუსთავის მერიაში აცხადებენ, რომ კომპანია ვადების – აღებული ვალდებულებების სრული დაცვით მუშაობს და იმისთვის, რომ პროექტი ხარისხიანად შესრულდეს „გარკვეული დროა“ საჭირო.

საკითხზე კომენტარს რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე, წერილობითი ფორმით, აკეთებს:

„ ტარდება კომპლექსური სამუშაო, რაც რუსთავის  შემოსასვლელის და სამი მოედნის: თამარ მეფის, შარტავას და რუსთაველის მოედნების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა უსაფრთხოების და მწვანე კუნძულები, გაჩნდება ახალი რეკრეაციული სივრცეები, პროექტის ფარგლებში დაირგვება 3700 ძირი ხე-მცენარე.

თამარ მეფის მოედანზე ასფალტის პირველი პირი უკვე დაგებულია. შარტავასა და რუსთაველის მოედნებზე არის წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, ასფალტის დაგება ხდებოდა ისე, რომ გრუნტი არ მუშავდებოდა. ამ პრობლემის აღმოფხვრა ახლა მოხდა, გარდა ამისა, შარტავას მოედანზე და რუსთაველის მოედანზეც დაზიანებულია წყლის კომუნიკაციები, რომელიც საჭიროებს გამოცვლას, უახლოეს მომავალში წყლის კომპანიასთან ერთად მოხდება 500 მმ-იანი მაღალი წნევის მილის შეცვლა.

მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ექმნება გარკვეული დისკომფორტი სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით, მაგრამ იმისთვის, რომ სამუშაო შესრულდეს ხარისხიანად, გარკვეული დროა საჭირო. პროექტი ამჟამად მიმდინარეობს ვადების ფარგლებში, სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ენკო“ – აცხადებს, ბესიკ ტოგონიძე რუსთავის მერის მოადგილე.

შპს „ენკოსთან“ მიმდინარე წლის 17 მაისს, დადებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 2023 წლის 12 იანვრამდე უნდა დასრულდეს.

ვის ეკუთვნის შპს „ენკო“

2014-18 წლებში, შპს “ენკოს” რეესტრის მონაცემებში 8 ცვლილება განხორციელდა. თორნიკე შიოლაშვილი კომპანიის წილს 2016 წლის 28 დეკემბრამდე ფლობდა. ამავე პერიოდისთვის კომპანიის მეწილე შპს “თბილსერვის ჯგუფის” ყოფილი დირექტორი – გიორგი ხუჭუაც იყო. 2016 წლის 28 დეკემბერს, შიოლაშვილის, ხუჭუასა და გიორგი ყოჩიაშვილის წილები უსასყიდლოდ გადაეცა დავით ხორხელაშვილს. დღეის მდგომარეობით კომპანიის 100% წილის მესაკუთრე დავით ხორხელაშვილია, ხოლო დირექტორი – ავთანდილ ბედიაშვილი.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ საუკეთესო ესსეს ავტორი გამოვლინდა

ორგანიზაცია „ქვემო ქართლის მედია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს: მარნეულის ახალგაზრდები ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ – ცნობირების ამაღლება პროპაგანდისა და ყალბი ამბების...

დაბალი ხელფასი და დასვენების დღეების უქონლობა – რუსთაველი მეეზოვეების პრობლემები (ვიდეო)

რუსთავის დასუფთავების სამსახურს, 230 თანამშრომელი ჰყავს. მათგან 80 % ქალია. როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ჯერ კიდევ სძინავს, სწორედ ეს ადამიანები, ქუჩებსა...

რუსთავის აზოტის პირველადი პროფესიული კავშირი, სადაც 400-მდე დასაქმებული გაწევრიანდა

ვიდეოში მოისმენთ ინფორმაციას პროფესიული კავშირის მნიშვნელობაზე, რუსთავის აზოტის პირველად პროფესიულ კავშირზე და  საწარმოებში არსებული გამოწვევებზე. რესპონდენტები:  თამაზ დოლაბერიძე მეტალურგიული, სამთო...

გარდაბანში ვაქცინის გაკეთებას არ ჩქარობენ

17 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში“ დაიწყო. კლინიკას ვაქცინის 100 დოზა გადასცეს. აღნიშნული რაოდენობიდან, 23 მარტის...

ციხეში, სადაც სააკაშვილი გადაიყვანეს, ხვალ 85-ე საარჩევნო უბანი იმუშავებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის გასაცნობად, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სახალხო დამცველი შედის. ციხესთან სააკაშვილის თანაპარტიელები, მხარდამჭერები და მედიის წარმომადგენლები...

რუსთავი – არჩევნების პირველი ტურის შედეგი

რუსთავის საარჩევნო უბნების შედეგები სრულად დაითვალეს. ამომრჩევლებმა, რომელთაც ხმა ქალაქის 88 საარჩევნო უბანში მისცეს, რუსთავის საკრებულო ამგვარად დააკომპლექტეს: “ნაციონალურ მოძრაობას“...

ადმინისტრაციული ხარჯები და ინფორმაცია მუნიციპალიტეტების შპს/აიპების შესახებ – თვითმმართველობების უცვლელი გამოწვევა

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შემუშავდა პროექტის „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის – მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება...

რუსთავის თვითმმართველობამ პირობა შეასრულა

7 თებერვალს ვწერდით. რომ რუსთავის თვითმმართველობა საკრებულოს სხდომის თარიღს თავის ოფიციალურ საიტზე არ აქვეყნებს. რის გამოც სხდომებზე დასწრება ადგილობრივი ჟურნალისტების...

დაუცველი დასაქმებულები – ძიძები, მომვლელები, დამლაგებლები (ვიდეო)

საქართველოში, ოჯახებში დაქირავებულთა უმეტესი ნაწილი ქალია. მათ რიცხვში შედიან ძიძები, მომვლელები და დამხმარეები. მიუხედავად იმისა, რომ მათი წვლილი შრომის ბაზარზე...

“300-ზე მეტი საჩივრის უდიდესი უმრავლესობა დაუშვებლად ან უსაფუძვლოდ ცნეს, ბევრი მათგანი შესაბამისად არც განხილულა” – ეუთო [Material Azərbaycan dilində əlçatandır]

ეუთოს საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ, საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის ძირითადი მიგნებები გამოაქვეყნა. ანგარისში ცალსახად უარყოფით მოვლენად არის შეფასებული, კენჭისყრის დღეს,  საჩივრების...

“ ვგრძნობ, რომ უფრო დაცული ვარ“ – გოგონები სპორტის სამყაროდან

(მზიკო როსნაძე) ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპები არსებობას კვლავ აგრძელებენ. სპორტი, ერთ-ერთი სფეროა სადაც ეს, ალბათ, ყველაზე კარგად ჩანს.  საზოგადოების ნაწილი ფიქრობს,...

ძალადობის მსხვერპლთა მხარდამჭერი სერვისები

ორგანიზაციამ „ ფრეია”  მოამზადა გზამკვლევი, ოჯახში ძალადობის რისკების შემცირებისთვის. QvemoQartli.ge გიზიარებთ ნამუშევრის ნაწილს, რომელიც მხარდამჭერ სახელმწიფო სერვისებს და სამოქალაქო საზოგადოებასთან...

რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ოპოზიციური პარტიებით და მედიით უკმაყოფილოა

26 აგვისტოს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, ყველასთვის მოულოდნელად, ხმაურიანი გამოდგა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა უკმაყოფილება გამოთქვა, მისი...

„ზედაპირული დამოკიდებულება, პოლიტიკის შემუშავების ფორმალისტური ხასიათი“ – საჯარო მმართველობის რეფორმის წარუმატებლობის მიზეზები

საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ალტერნატიული ანგარიში, სახელმწიფო სერვისების მიწოდება თაობაზე, მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის...

თაზაქენდი – საწარმოო მტვერსა და ბურუსში გახვეული სოფელი / Təzəkənd – sənaye toz-dumanına bürünmüş kənd

სოფელი თაზაქენდი  ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თემში სხვა მრავალ ყოფით სირთულესთან ერთად, ეკოლოგიური პრობლემა უკვე წლებია ერთ-ერთ გადაუჭრელ საკითხად...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *