„ლეტალობის 98%-ში პაციენტები არ იყვნენ ვაქცინირებულები“ – ჯავარა უგრეხელიძე/„Ölüm hallarının 98%-də xəstələr peyvənd olunmamışdılar” – Cavara Uqrexelidze

საქართველოში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 2021 წლის მარტის თვიდან არის შესაძლებელი. მას შემდეგ დღემდე, ქვეყნის მასშტაბით სრულად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა  1 200 000-ს აჭარბებს. სრული აცრა გულისხმობს, ვაქცინის მინიმუმ ორი დოზის გაკეთებას.

ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსის საწინააღმდეგო, სრული აცრა,  87 000-მდე მოქალაქემ ჩაიტარა.

ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ჯავარა უგრეხელიძე საუბრობს.

„ ვაქცინაციასთან დაკავშირებით კვლევა, ამ პერიოდში, სულ ტარდებოდა და კვლავ გრძელდება. გარდა ამისა, მე ვმონაწილეობდი პანდემიის პერიოდში, როგორც სტაციონარული სექტორის ნაწილში და ვაკვირდებოდი უშუალოდ დაავადების მიმდინარეობას, ლეტალობას, სიკვდილიანობას. არსებობს სტატისტიკური მონაცემები, როგორც საქართველოს მასშტაბით ასევე სხვადასხვა ქვეყნის.

ზოგადად მოგეხსენებათ, რომ მტკიცებითი მედიცინის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამა თუ იმ მედიკამენტის, მათ შორის ვაქცინაციის გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ხდება,  სადაც არსებობს მყარი სტატისტიკური მონაცემი, რომელიც დამუშავებულია ჭრილში „სარგებელი და ზიანი“. შეფასებულია ეს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ, საერთაშორისო აკრედიტაციის მიმცემი დაწესებულებების მიერ, ხდება ამა თუ იმ მედიკამენტის, მათ შორის ვაქცინაციის დანერგვა.

ამ სტატისტიკური მონაცემების და იმ დაწესებულების სტატისტიკური მონაცემების მაგალითებით, რომელსაც მე წარმოვადგენ, – ეს არის ყველაზე დიდი კოვიდმიმღები საქართველოს მასშტაბით,  350 საწოლზე გათვლილი. აშკარად ჩანს, რომ ვაქცინა იცავს დასნებოვნებისგან, რაც მთავარია ვაქცინა იცავს, რთული მიმდინარეობისგან და ლეტალობისგან. ლეტალობის 98%-ში პაციენტები არ იყვნენ ვაქცინირებულები. ასევე, მძიმე მიმდინარეობის 90%-ზე და მეტში პაციენტები ვაქცინირებულები არ არიან. ამიტომ, სარგებელი ამ მიმართულებით ვაქცინის მნიშვნელოვნად მაღალია.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაციის ყველა ეტაპზე, რაც დაიწყო ვაქცინაცია 2021 წლის მარტიდან, გარკვეული ტიპის კამპანია მიდიოდა და მაშინ ბევრი ორგანიზაცია და ინსტიტუცია მონაწილეობდა აცრებში, ვფიქრობ რომ შესაძლებელია მცირე დოზით, სხვა ტიპის ან მეტად ინფორმირებულები უნდა ყოფილიყვნენ მოქალაქეები. გარდა ამისა, მგონია, რომ ზოგიერთ რეგიონში, ენობრივმა ბარიერმა, მათ მშობლიურ ენაზე არსებულმა ინფორმაციის სიმწირემ, გარკვეულწილად განაპირობა ისიც, რომ უნდობლობა და სკეპტიციზმი არის ამ მიმართულებით”, – ჯავარა უგრეხელიძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება, ყველაზე გავრცელებულ მითს, რომელიც ვაქცინის გაკეთებას და შვილოსნობას უკავშირდება, ჯავარა უგრეხელიძე აღნიშნავს, რომ ვაქცინას რეპროდუქციაზე გავლენა არ აქვს და ამაზე საერთაშორისო დონის კვლევები მეტყველებს.

„ზოგადად პრინციპი, როცა ვთქვათ რაიმე თეზისს ვიზიარებთ, ან რაიმე ინფორმაციას, ამის ყველაზე კარგი წამალი არის ის, რომ მოვძებნოთ კვლევა რომელიც ჩატარებულია და რომელიც ემყარება გარკვეულ მტკიცებით მედიცინას. ამ მიმართულებით კვლევები ჩატარებულია, მოგეხსენებათ ის, რომ ეს არ არის ქართული მითი, სხვადასხვა ქვეყანაში ეს და კიდევ ამ ტიპის სხვა მითები არსებობს. კონკრეტულად არ შემიძლია მიგითითოთ ამ მომენტში ზუსტ კვლევაზე, მაგრამ ამ მიმართულებით გამოიკვლიეს როგორც მამაკაცებო ასევე ქალები და ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა, რომ ვაქცინაციას არ აქვს გავლენა რეპროდუქციაზე” – ჯავარა უგრეხელიძე.

მასალა მომზადებულია „ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში“ -მიერ პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

ავტორი: ნინო ბერიძე

თარგმანი: აინურა ალიევა

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით

QvemoQartli.ge

Gürcüstanda koronavirusa qarşı peyvənd vurulmasına 2021-ci ilin mart ayından başlanılıb. Ondan sonra bu günə qədər, ölkə miqyasında ümumilikdə, 1 200 000-dən artıq  şəxs peyvənd olunub. Tam peyvənd olunmaq ən az iki dozanın vurulmasını nəzərdə tutur.

Kvemo Kartli regionunda 87 000-ə yaxın vətəndaş koronavirusa qarşı tam peyvənd olunub.

Respublika Xəstəxanasının Peşəkar İnkişaf Mərkəzinin rəhbəri Cavara Uqrexelidze peyvəndin əhəmiyyəti barədə danışdı.

“Həmin dövrdə daim peyvəndlə əlaqədar araşdırma aparılırdı və yenə də davam etdirilir. Bundan əlavə, mən pandemiya dövründə stasionar bölmədə iştirak edirdim və xəstəliyin gedişatını, ölüm hallarını, ağırlaşmaları müşahidə edirdim. Gürcüstan miqyasında, eləcə də müxtəlif ölkələrin statistik göstəriciləri var.

Ümumiyyətlə, bilirsiniz,  sübuta əsaslanan tibbin əsası ondadır ki, hər hansı dərmandan, həmçinin, peyvənddən istifadə etmək yalnız ciddi statistik göstəricilər olan zaman baş verir. Həmin statistika isə “fayda və ziyan” anlamında hazırlanmış olur. Bunların hamısı qiymətləndirilir və yalnız bundan sonra beynəlxalq akreditasiya verən qurumlar tərəfindən hər hansı dərman, həmçinin, peyvənd tətbiq edilir.

Həmin statistik göstəricilərin və mənim təqdim edəcəyim qurumların statistik göstəricilərinin misalında – bu Gürcüstan miqyasında kovid xəstələri qəbul edən ən böyük məkandır, 350 xəstə üçün nəzərdə tutulub. Aydın şəkildə görünür ki, peyvənd yoluxmadan qoruyur. Ən əsası peyvənd ağır vəziyyətdən və ölüm riskindən qoruyur. Ölüm hallarının 98%-də xəstələr peyvənd olunmamışdılar. Eləcə də ağırlaşma halları qeydə alınan xəstələrin 90%-dən artığı peyvənd olunmamışdır. Ona görə bu baxımdan peyvəndin faydası mühüm dərəcədə yüksəkdir.

Baxmayaraq ki, peyvənd prosesi 2021-ci ilin martında başlamışdır və peyvəndin bütün mərhələlərində hansısa kampaniyalar aparılırdı. Çox sayda təşkilatlar və institutlar peyvənd prosesində  iştirak edirdilər. Düşünürəm ki, kiçik doza da mümkündür, vətəndaşlar daha çox məlumatlı olmalı idilər. Bundan əlavə düşünürəm ki, bəzi regionda dil maneəsi, onların dilində olan məlumat çatışmazlığı, qismən bu istiqamətdə etibarsızlıq və skeptimizmin olmasına səbəb olub” – Cavara Uqrexelidze, Respublika Xəstəxanasının Peşəkar İnkişaf  Mərkəzinin rəhbəri.

Peyvəndlə bağlı ən çox yayılmış mifə, sonsuzluğa gəldikdə isə Cavara Uqrexelidze qeyd edir ki, peyvəndin reproduktivliyə təsiri yoxdur və bunu beynəlxalq səviyyəli araşdırmalar göstərir.

“Ümumiyyətlə, hər hansı tezis və ya məlumat bölüşürksə, bunun ən yaxşı dərmanı aparılmış və müvafiq sübutlarla tibbə əsaslanan araşdırmanı axtarmağımızdır. Bu istiqamətdə araşdırmalar aparılıb. Bildiyiniz kimi, bu Gürcüstana məxsus mif deyil, müxtəlif ölkələrdə var və bu tipdə başqa miflər də mövcuddur. Hazırda konkret olaraq hansısa araşdırmanı qeyd edə bilmirəm, amma bu istiqamətdə kişilər və qadınlarla müayinə aparıldı. Birmənalı şəkildə müəyyən olundu ki, peyvəndin reproduktivliyə təsiri yoxdur” – Cavara Uqrexelidze.

Material “Kvemo Kartli regionunda peyvənd prosesinə dəstək göstərmək” tərəfindən „Vaccination4Georgia” layihəsi çərçivəsində hazırlanıb. Layihə Almaniya Beynəlxalq Əməkdaşlıq Təşkilatı (GIZ) tərəfindən Gürcüstan Strategiya və İnkişaf Mərkəzi ilə tərəfdaşlıqla həyata keçirilir. Layihə Almaniya Federal İqtisadi Əməkdaşlıq və İnkişaf Nazirliyi (BMZ) tərəfindən maliyyələşdirilib.

 

Müəllif:  Nino Beridze

Tərcüməçi: Aynurə Əliyeva

Materialdan yalnız veb-səhifəni qeyd etməklə istifadə edə bilərsiniz.

QvemoQartli.ge