USAID-ის საგრანტო კონკურსში 15 წლის რუსთაველმა მოსწავლემ გაიმარჯვა

15 წლის ნატალია გოგიძე, რუსთავის მე-20 სკოლის მოსწავლეა.  მან USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

ნატალია განახორციელებს პროექტს  ,,სწორი არჩევანი.’’ ინიციატივის სამიზნე ჯგუფი 9-12 კლასის მოსწავლეები არიან. პროექტი მათ დაეხმარებათ პროფესიების არჩევაში.

ინიციატივის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდება შემდეგი პროფესიების შესახებ: იურიდიული, სამედიცინო სფერო, გადაუდებელი დახმარება, თეატრალური, პროგრამდეველოპმენტი და ფსიქოლოგია. ამასთანავე, პროექტი მოიცავს აქტივობებს: იმიტირებული სასამართლო პროცესი, ვიზიტი რუსთავის საქალაქო სასამართლოში, ვიზიტი 112-ში, პირველადი დახმარების სწავლება და იმპროვიზაციული სპექტაკლი.

„ მსურს ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს და ასევე გავეცნო ახალ შესაძლებლობებს, რაც პიროვნულ ზრდაში დამეხმარება. ვარ ანსამბლ ,,კავკასიონი“-ს წევრი რვა წელია, ამასთანავე გახლავართ სკოლის სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელი , ,,Access program”- ის მონაწილე. ასევე, ყოველთვის ვცდილობ გამოვნახო დრო, რომ ვიყო ნაწილი ისეთი შესანიშნავი ორგანიზაციების პროექტებისა თუ პროგრამების, როგორიც არის ,,სიქა” და ,,ამერიკული კუთხე.” – ნატალია გოგიძე.

ინფორმაცია პროექტში  ,,სწორი არჩევანი’’ მონაწილეობის მსურველთათვის:

  • სარეგისტრაციო ფორმაში შეგიძლიათ მიუთითოთ 1-ზე მეტი მიმართულება რაზეც დასწრება გსურთ.
  • თითოეულ პროფესიაზე დასასწრებად შეირჩევა 50-60 ადამიანი.
  • პროექტის შეხვედრები წარიმართება ქალაქ რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
  • შეხვედრები გაიმართება შაბათ-კვირას .
  • შეხვედრების ხანგრძლივობა 2-3 საათი.
  • ტრენინგის თითოეული მონაწილე, რომელიც სრულად დაესწრება მინიმუმ ერთი მიმართულების ტრენინგ(ებ)ს მიიღებს სერტიფიკატს.
  • სურვილის შემთხვევაში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შეისწავლონ CV-ს და სამოტივაციო წერილის დაწერა .
  • სარეგისტრაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 25.02.2023წ

სარეგისტრაციო ფორმა

კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ნატალიას ელექტრონულ მისამართზე: natagogidze659@gmail.com