IDFI – ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციის გამოწვევებთან საბრძოლველად
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, NATO Public Diplomacy Programmes/Division-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: „ეთნიკურ უმცირესობებში დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ბარიერების დაძლევა.“
პროექტის მიზნებია: საქართველოს სოფლად მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თემებში ნატოს საწინააღმდეგო განწყობისა და ცოდნის ნაკლებობის აღმოფხვრა; საზოგადოების მხრიდან მიტოვებულობის განცდის წინააღმდეგ ბრძოლა და იმ სარგებლის გაცნობა, რომელსაც საქართველო იღებს ნატოსგან; ეთნიკური უმცირესობების თემების მდგრადობის ხელშეწყობა დეზინფორმაციის მიმართ, ნატოს და მისი მისიის შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოში.
ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში უკვე შექმნილია ვიდეო რგოლი:
დაგეგმილია ტრენინგებისა და ვორქშოფების სერია – დეზინფორმაციის, პროპაგანდისა და მასთან გამკლავების გზების თაობაზე.
QvemoQartli.ge