წალკის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციების ტენდერებს ამავე უწყებების დირექტორის სიძის კომპანია იგებდა
მალხაზ ზოიძე ააიპ წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის დირექტორია. წალკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურში მოსვლამდე, 2012-2015 წლებში, მალხაზ ზოიძე წალკის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სამსახურის უფროსად მუშაობდა.
მალხაზ ზოიძის მუნიციპალური აიპის ხელმძღვანელად დანიშნვის შემდეგ, შპს ეძანმა პროფილი შეიცვალა და სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა დაიწყო.
2011-2016 წლების სხვადასხვა პერიოდებში, შპს ეძანის დირექტორი და მეწილე მალხაზ ზოიძის დის ქმარი – რამაზ შავაძე იყო. შპს ეძანი რამაზ შავაძემ 2011 წელს დააარსა.
მასალა სრულად იხილეთ ბმულზე..