ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის ბედი გაურკვეველია
2010 წლის მაისში, ცნობილი გახდა რუსთავის მერიის მიერ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები. ითქვა, რომ გამარჯვებული თეონა კორკოტაშვილი იყო. კონკურსისი მონაწილეებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო გარემო, რომლისთვისაც უნდა მოერგოთ გმირთა ხსოვნის მემორიალის პროექტები. ადგილობრივი საჯარო მოხელეები ამბობდნენ, რომ მემორიალი ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ახალგაზრდობის ხეივანში დაიდგმებოდა.
აღნიშნულ საკითზე ინფორმაცია რუსთავის მერიის ოფიციალურ საიტზეც გადავამოწმეთ. თვითმმართველობის ვებგვერდზე, 2010 წლის 24 მაისით დათარიღებულ მასალაში ვკითხულობთ: ,, შეგახსენებთ, რომ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის მემორიალის აღმართვა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ახალგაზრდობის ხეივანში თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის ინიციატივით იგეგმება”.
ამ განცახდებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი რუსთავში ამ დრომდე არ დადგმულა. ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც მისი დადგმა იგეგმებოდა დღეს საოლქო და რაიონული პროკურატურის შენობები შენდება. მშენებლობის წინ დადგმულ სტენდზე არ არის მითითებული ახალი შენობების წინ დაიდგმება, თუ არა მემორიალი. აღნიშნულ სტენდზე სამუშაობის მწარმოებელი კომპანიის დასახელებაც არაა მითიებული.
მემორიალთან დაკავშირებით თემაზე კომენტარს არ აკეთებს რუსთავის თვითმმარველობა. შესაბამისად, გაურკვეველი რჩება სად და საერთოდ, თუ დაიდგმება რუსთავში საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა შეპირებული მემორიალი.
მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=110