იაფი, მაგრამ არაკომფორტული – მუნიციპალური ტრანსპორტი
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე იაფი მუნიციპალური ტრანსპორტით მგაზრობა რუსთავშია. ყვითელი ავტობუსით სარგებლობისთვის რუსთაველები 20 თეთრს იხდიან, თუმცა ავტობუსების რაოდენობით უკმაყოფილოები არიან.
,, ავტობუსის ლოდინი 10-15 წუთი გვიწევს. როცა მოდის ან უკვე სავსეა, ან გზადაგზა ისე ივსება, რომ შიგნით სუნთქვა ჭირს. ვერ ვირტყვი, რომ ეს, მხოლოდ, დღის პირველ ნახევარში ხდება. ბოლო პერიოდი, სულ ასეთი სიტუაციაა ” – ამბობს №7 ავტობუსში მჯდომი ნანა ბიწაძე.
ჩვენც დღის განმავლობაში 10სთ, 3სთ და 5სთ ვიმგზავრეთ ყვითელი ავტობუსით. ,,გადაიწიეთ”, ,,შემჭიდროვდით” – იმეორებდა მძღოლი. მგზარების სავსე ავტობუსში ახალი მგზავრის ამოსვლა პრობლემა იყო. ასევე პრობლემა იყო გაჩერებაზე ჩამავალი მოქალაქეების გატარება. ,,წიხლით ვართ ჩატენილები” – ერთმანეთს შესჩიოდნენ მგზავრები.
,, დღეს ქალაქს 17 ავტობუსი ემსახურება. თავიდან გვყავდა 12 და შემდეგ დავამატეთ 5. ავტობუსების გაზრდის საჭიროებაზე საუბარი მიდის, თუმცა კონკრეტულად ვერ გეტყვით როდის მოხდება მათი დამატება” – ამბობენ რუსთავის მერიაში. კომენტარს მერიის პრესსამსახური აკეთებს.
რუსთავის საკრებულოს ბოლო სხდომაზე – 15 თებერვალს, არ განუხილავთ მუნიციპალური ტრანსპორტის დამატების საკითხი, თუმცა ავტობუსის გაჩერებებზე საინფორმაციო ტაბლოების განთავსებისა და მათი პროგრამული უზრუნველყოფისთვის 93 300 ლარი გამოყვეს.
რუსთაველ მგზავრებს უახლოეს მომავალში, შეეძლებათ უკვე საინფორმაციო ტაბლოზე ადევნონ თვალყური, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ სასურველი ავტობუსის ლოდინი.
მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=71