რატომ 0,75-ით ? – ბანკები წყლის და ბუნებრივი აირის გადასახადზე საკომისიოებს საკუთარი ნება-სურვილით აწესებენ

კომერციული ბანკები ერთმანეთს ეჯიბრებიან საყოფაცხოვრებო გადასახადების საკომისიოების ზრდაში. ეს სიახლე ყველაზე მეტად ,,ლიბერთი ბანკს” შეეტყო. თუ ახლო წასრულში თითქმის ყველა გადასახადის გადახდა ,,ლიბერთიში” უფასო იყო ახლა საკომისიოები წყლის გადასახდთან ერთად და ბუნებრივ აირზეც დაწესდა.

ბანკმა წყლის გადასახადზე საკომისიო 0.25-დან 0,50 თეთრამდე გაზარდა. დაწესდა ახალი საკომისიოც – ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდისას აბონენტს ბანკისთვის 0,75 თეთრის გამეტება მოუწევს.

ასეთ შემთხვევებში ბანკები ,,დამნაშავის” სტატუსს წყლის და ბუნებრივი აირის მომწოდებელ კომპანიებს აკისრებენ, რადგან ბანკთან მათ საკუთარი აბონენტების საკომისიოს გადახდაზე უარი თქვეს და ახალი ხელშეკრულებები დადეს.

,,დამნაშავის” სტატუსს უსამართლოდ მიიჩნევენ ,,რუსთავგაზში”.

,, 2008 წლიდან ჩვენ დავდეთ ხელშეკრულება სხვადასხვა ბანკებთან, სადაც ჩვენი აბონენტები იხდიდნენ ბუნებრივი აირის გადასახადს. ამ ხელშეკრუელაში ჩავდეთ პუნქტი, რომლის მიხედვითაც მომსახურების 1%-ს ჩვენს თვითონ ვიხდიდით. ანუ თანხას, რომელიც წესით ისე, როგორც მთელ მსოფლიოში იხდის თვითონ ბანკის კლიენტს უნდა გადაეხდა, ვიხდიდით ჩვენ.

ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიგვეჩვია აბონენტები გადასახდის ბანკებში გადახდას. ჩეკთან გათანაბრებულმა დოკუმენტმა თავისი ჭირი უკვე მოჭამა და ამის გარდა ჩვენ კანონი აბონენტებიგან გადახდილი თანხის ბანკით მიღებას გვავალებს.

2011 წელის შემოდგომაზე ისევ დავდეთ ბანკებთან ხელშეკრულება, ისე როგორც მთელ საქმიან სამყაროში ხდება, ჩვენც არ ვართ დედა ტერეზა და უკვე ვეღარ ვიხდით ბანკის მომსახურების 1%-ს. მსოფლიოში არც ერთი ორგანიზაცია არ აკეთებს ამას, არავინ არ იხდის საკომისიოს საკუთარი აბონენტების ნაცვლად.

ერთი წლის განმავლობაში ბანკისთვის ჩვენ გვიწევდა 75 000 ლარის გადახდა. ეს კი არის დაახლოებით იმდენი რამდენსაც თვეში ჩვენ მთელი ორგანიზაციის კოლექტივს ვუხდით. ჩვენიც უნდა გაიგოთ არ არის ამის კეთების ფუფუნება. თუმცა ჩვენ სემეკის წინაშე კანონით აღებულ ვალდებულებას ვასრულებთ. ჩვენი ორგანიზაციის პირველ სართულზე გვაქვს სალარო, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი აირის საფასურის გადახდა ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე შეუძლია” – საუბრობს ს/ს ,,რუსთავგაზის” ხელმძღვანელი, სოსო გულიტაშვილი.

მისი თქმით მას, ძალიანაც რომც უდოდეს ბანკს საკომისიოს დაწევას ვერ მოსთხოვს. ,, რაც შეეხება საკომისიოს ოდენობას, მე არ მაქვს იმისი უფლება ბანკს მოვთხოვო ჩემი აბონენტების საკომისიო დაწიოს. ბანკი კერძო ორგანიზაციაა და ეს მისი კომერციული საქმეა”- დასძენს გულიტაშვილი.

ბუნებრივი აირის გადასახადის საკომისიოს ზრდამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ,, მე მაინტერესებს რის მიხედვით დააწესა ,,ლიბერთი ბანკმა” 75თ საკომისიო. ეს არ არის პატარა თანმხა. ჩვენ გვეშინია, რომ ამასაც გაზრდიან. ასეთი რამ, არ არის გამორიცხული, რადგან წყლის საკომისი ერთ თვეში 25-დან 50-დე გაზარდეს. ცოტა ხანში შეიძლება საკომისიომ გადასხდელ თანხას გადააჭარბოს. სად არის მთავრობა? რატომ არ არიან ბანკები შეზღუდულები ასეთი გადასახადების საკომისიოს განსაზღვრისას?” – კითხულობს რუსთაველი, იზა სულაქველიძე.

ჩვენ კითხვები, მსგავს გადასახდებზე საკომისიოების ბანკების ნება-სურვილით ზრდაზე, სემეკს ( საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) მისწერა. ველით მათ კომენტარს. ასევე, აღნიშნილ თემაზე კომენტარისთვის კითხვები ,,ლიბერთი ბანკსა” გაეგზავნა. პასუხები მიღებისთანავა გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=69