ბაღების გაერთიანება ,,მოწონებული“ დირექტორის წასვლას, თუ გაშვებას მისტირის

რუსთავის ბაღების გაერთიანებას სულ, რაღაც სამი  თვით ყავდა ახალი ხელმძღვანლი, ირმა მესხი. მესხმა გაერთიანების  დირექტორი, ზაქრო დათუაშვილი შეცვალა. დღეს კი ვიგებთ, რომ გაერთიანება ახალი ხელმძღვანელის მოლოდინშია.

,, მესხმა, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა „ – ასეთ კომენტარს აკეთებენ თემაზე რუსთავის მერიაში.

ირმა მესხის თანამდებობიდან წასვლა, თუ გაშვება  მოულედნელობა აღმოჩნდა  საბავშო ბაღების გამგეებისთვის. ისინი პირად საუბრებში ამბობენ, რომ სწორედ, მესხის დირექტორობის დროს შევიდა გაზისგამათბობლები იმ ბაღებში, სადაც არ ქონდათ. ასევე მათი თქმით, გაერთიანების ახალმა დირექტორმა  პირველმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ბაღში ბავშვების სადილის რაციონში  კიდევ ერთი კერძის დამატებაა საჭირო.

ასევე, გავრცელდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ირმა მესხმა ,, ნაციონალური მოძრაობა „ დატოვა, თუმცა პარტიის რუსთავის ოფისში განმარტავენ, რომ ეს ინფორმაცია მცდარია და მესხი მათ რიგებში რჩება.

შეგახსენებთ, რომ ირმა მესხს ბაღების გაერთიანებაში გადმოყვანამდე,  აიპ ,, რუსთავის კორპუსი”-ის  ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. აღნიშნული აიპ ქალაქში კორპუსების სხვადასხვა პრობლემების მოსახლეობასთან ერთად თანადაფინანსების პრინციპით მოგვარებაზე  მუშაობს. ამ თანამდებობაზე მესხის ხელფასი 1200 ლარი გახლდათ. მის განკარგულებაში იყო ასევე შემდეგი ხარჯები; მივლინებების, ელექტრო ენერგიის – 420 (თვეში), ინტერნეტის – 450ლ, სატელეფონო მომსახურების – 1200, ტრასპორტის მოვლა-შენახვის ხარჯები -5 400ლარი  და საწვავის ხარჯები – 5 400 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, მესხის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელად გადაყვანა დაწინაურებას არ ნიშნავდა.  მწირ ბიუჯეტთან ერათად, რუსთავის ბაღების გაერთიანებას მოწესრიგებული ოფისიც არ აქვს. დირექტორი არის, თუ არა კაბინეტში ამის გარკვევა მის  კარებში არსებული  ჭუჭრუტანიდაც შეგიძლიათ. ოფისის იატაკის პარკეტი უკვე კარგა ხნის  აყრილია. თანამშრომლები პატარა  დენის პლიტებით თბებიან.

რატომ მიატოვა ასეთი ,, ევრო” გარემო მესხმა ჩვენთვის უცნობია. მის კორპორატიულ ნომერზე დღეს ბაღების გაერთიანების თანამშრომლები გვპასუხობენ.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=67