ასარჩევი პრიორიტეტები: მშიერი რუსთაველი, თუ კეთილმოწყობილი ქალაქი

რუსთავის თვითმმართველობის მისაღებში სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდებით დახმარების სათხოვნელად მისულ მოქალქეებს. ითხოვენ მედიკამენტებით დახმარებას, უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართვას, შეშას, ერთჯერად დახმარებას და ოჯახი წევრის დაკრძალვის ხარჯებისთვის თანხას.

თხოვნით ძირითიდად საპენსიო ასაკის მოქალაქეები მიდიან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ისინი მათი ოჯახის ახალგაზრდა წევრის სახელით წერენ განხადებას. რამდენიმე დღის წინ მერიაში მისულებს, ჩვენც მოგვიწია ერთი ასაკოვანი ქალბატონის ,,დახმარება”. მან გვთხოვა განცახდება მის მაგივრად დაგვეწერა. მოქალაქე, რომელიც როგორც გავიგეთ მაიაკოვსკის ქუჩაზე ცხოვრობდა გვთხოვდა განცახადება მისი შვილის სახელზე, შემდეგი ტექსტით შეგვედგინა: ,, ვარ სოციალურად დაუცველი. მაქვს 29 ქულა. გთხოვთ მომცეთ უფასო სასადილოს ტალონი”.

ის, რომ ასეთი განცადებები ასობით შედის მერიაში ამას ადგილობრივი ჩინოვნიკებიც არ უარყოფენ. გასული წლის ბოლოს თემაზე კომენტარი რუსთავის მერის მოადგილეს, შორენა გარდაფხაძესა აქვს გაკეთებული.

“ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც მინიმალური სასურსათო დახმარების, ე.წ უფასო სადილის პროგრამის მიმართ არსებობს. აღნიშნული პროგრამა ქალაქის ბიუჯეტით მოქალაქეების უფასო სადილით უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე 1 500 ბენეფიციარი გვყავს. პროგრამაში მოხვედრის კრიტერიუმები სოციალურად დაუცველთა სახელმწიფო პროგრამის სარეიტინგო ქულებს ეყრდნობა. პროგრამა, სამწუხაროდ, ყველა მსურველს ვერ გაწვდება, ამიტომ უფასო სადილოს მიმღებთა სიაში ხვდებიან, ისინი, ვისაც სხვებზე ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ” – საუბრობდა გარდაფხაძე ინტერნეტ გამოცემა პრესაგე.ტვ-სთან.

მიუხედავდ იმისა, რომ გარდაფხაძე და მერიის სოციალური სამსახური მოქალაქეებისგან ზემოთ ხსენებული თხოვნებით წერილების დასტებს იღებს, ქალაქის საკრებულო გამონთავისუფლებული ფინანსებს სოციალურ პროგრამებს არ ახმარს.

15 თებერვალს რუსთავის საკრებულოს მორიგი სხდომა შედგა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა განაცადა, რომ ბიუჯეტში თანხის მატებამ 271 700ლარი შეადგინა.

,, სხდომაზე უნდა მოხდეს ამ თანხის ათვისება. აქედან საკრებულოს აპარატს დაემატა 62 900 ლარი, 7 000 ლარი გარეგანათებას, 7400 ლარი არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია, სუბსიდიების მუხლში აიპი უზრუნველყოფას დაემატა 49 600 ლარი, რუსთვის,თეატრს 1500 ლარი, 10 500 ლარი კულტურის ცენტრს, სოციალურ უზრუნველყოფას 2 000 ლარი დაემატა დეკრეტულ შვებულებებს, 9 700 ლარი საკრებულოს აპარატს, 7000 ლარი საცურაო კომპლექსისი რეაბილიტაციას, 93 300 ლარი გაჩერებებზე საინფორმაციო ტაბლოების განთავსბა და მათი პროგრამულ უზრუნველყოფას, 20 800 ლარი საგზაო ნიშნების და რადარების მოწყობას” – განაცხადა საკრებულოს აპარატის მომხსენებელმა.

სხდომაზე განცხადება სახელფასო სარგოების ცვილელებაზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა გააკეთა: ,, ჩვენ დაპირებისამებრ ხელფასს ვუზრდით მუნიციპალიტეტების რწმუნებულებს”.

Kkpress.ge დაინტერესდა, რა არგუმენტით გადაანაწილა თვითმმართველობამ ბიუჯეტიდან გამონთავისუფლებული ფული ზემოთ ხსენებულ მიმართულებებზე და რა სოციალურ პროგრამებზე.
,, აღნიშნული თანხა ტენდერებით გამონთავისუფლდა. სავარაუდოდ ამ წლის ტენდერებზეა საუბარი. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პრიორიტეტი სოციალური საკითხები, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.

რაც შეეხება თქვენ კითხვას, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, მსგავსი მიმართულებებით ძირითადად მერიის სამსახურები მუშაობენ. თუ თანხის დამატების საჭიროება არსებობს სოციალური პროგრამებისთვის, ამის შესახებ, მათ თავად უნდა გაეკეთებინათ საკრებულოზე განცხადება.
თუმცა მიდა გითხრათ, რომ გზის მოწესრიგება, სახურავების გადახურვა, ეზოების კეთილმოწყობა – ეს ყველაფერი სოციალური მიმართულების საკითხებია. ქალაქის ბიუჯეტი ამ საქმეს მოსახლეობას თანადაფინანსებით იმიტომ უმსუბუქებს, რომ ესმის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა.

რაც შეეხება რწმუნებულების ხეფასების ზრდას. მათ დაახლოებით 400 ლარი ქონდათ, ამ გადაწყვეტილებით კი ხელფასი 800 ლარი ექნებათ. ვფიქრობ, რომ რწმუნებულები ქალაქისთვის მნიშვნელოვან საქმე აკეთებენ. ის, რომ მათი დახმარებით პრობლემები ხშრად ადგილზე წყდება მისასალმებელია. – საუბრობს რუსთავის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავჯდომარე, მალხაზ ვეფხვაძე.

უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ მიესალმება საკრებულოს ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე, ალექსანდრე ახვლედიანი. მისი განცხადებით სოციალურ საკითხებზე წინ არც ერთი საკითხი არ უნდა იდგეს. ,, როდესაც ქალაქის ბიუჯეტი იწერებოდა, მოსახლეობაში ჩატარდა გამოკითხვა, თუ რა იყო მათთვის პრიორიტეტი. უმრავლესობა პასუხობდა, რომ პრიორიტეტი სოციალური პროგრამებია.

რადგან ეს ვიცით, სწორედ, ამ მიმართულებით უნდა დაიხარჯოს საბიუჯეტო თანხები. არავინ არ არსი წინააღმდეგი ქალაქის კეთილმოწყობის. ამ საკითხს ყველანი მივესალმებით, მაგრამ ეს საქმე სოციალური პროექტების აქტიურ მუშაობასთან ერთად უნდა ხდებოდეს” – საუბრობს, ახვლედიანი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=46