ელლადა რიზალი – მოსაზრება
თუ რომელიმე განვითარებული ქვეყანის ცხოვრებას დავაკვირდებით, დავინახავთ რომ ამ სახელმწიფოში ქალთა უფლებები დაცულია და ქალები ნაკლებად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ განათლებული და ეკონომიკურად ძლიერი ქალი სახელმწიფოს სიძლიერის ერთ-ერთი ნიშანი და ყოველივე ამის შემქმნელია.
სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ქალები ეკონომიკურად და სოციალურად არ არიან ძლიერები, თუმცა ყველა ამ სირთულის მიუხედავად, ისინი გვხდებიან სხვადასხვა სფეროში და ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
საქართველოდან უამრავი ქალია ემიგრაციაში წასული. ასევე გვყავს ქალები, რომლებიც სოფლად რთულ პირობებში – მინდორში მუშაობენ. ქალები, ხშირად ხდებიან დისკრიმინაციისა და აგრესიის მსხვერპლები ან ვერ იღებენ შესაბამისი განათლებას.
თუ გვინდა ვიცხოვროთ ეკონომიკურად, სოციალურად და პოლიტიკურად ძლიერ ქვეყანაში, მაშინ ქალები მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში წინ ვერ წავალთ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მთავრობა ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ნაბიჯები, რათა გააძლიეროს ქალები ყველა სფეროში.
ქალების გასაძლიერებლად, პირველ რიგში, აუცილებელია ქალების განათლების კუთხით მხარდაჭერა – მეცნიერ ქალთა რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია ქალებისთვის ტოლერანტული, თანასწორი გარემოს და პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა. ეს ყველაფერი ქალების და ყველაზე მეტად კი ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალურ განვითარებაში დიდი როლს შეასრულებს. ქვეყნის განვითარებას ვნახავთ მაშინ, როდესაც მის მართვაში აქტიურად ჩაერთვებიან ქალები.
მჯერა, რომ თუ ქალი გაძლიერდება, მაშინ გაძლიერდება ოჯახიც, საზოგადოებაც და ქვეყანაც.
ავტორი: ელლადა რიზალი
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.