სახალხო დამცველმა რუსთავში მდებარე ხანდაზმულთა დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოძიების მოთხოვნით შსს-ს მიმართა
სახალხო დამცველის აპარატი ინფორმაციას ავრცელებს რუსთავში, მე-8 მიკრო რაიონში მდებარე, ხანდაზმულთა დაწესებულებასთან დაკავშირებით.
ინფორმაციაში ვკითხულობთ:
„ 2023 წლის 1 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ასევე, იკვეთება არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. საქართველოს სახალხო დამცველმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით, უკვე მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.“
QvemoQartli.ge