QvemoQartli.ge-მ ადმინისტრაციული საჩივრით რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის თვითმმართველობებს მიმართა

ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge, მიმდინარე წლის თებერვლიდან დღემდე, უშედეგოდ ცდილობს მიიღოს საჯარო ინფორმაცია რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის თვითმმართველობებისგან. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვს საჯარო უწყებებისგან, მათი შიდა აუდიტის სამსახურების, 2022 წლის, ანგარიშების/დასკვნების და რეკომენდაციების გაცნობას.

უპასუხოდ დარჩენილი მოთხოვნის შედეგად, ორგანიზაციამ დღეს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სამივე თვითმმართველობას.

QvemoQartli.ge-ს სამართლებრივი კონსულტაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქვემო ქართლის ოფისმა გაუწია.

იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტები კვლავ არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას, ორგანიზაცია მზადაა მიმართოს სასამართლოს.

 

QvemoQartli.ge