„ახალგაზრდა ფემინისტები“ ქვემო ქართლის სამ მუნიციპალიტეტში აგრძელებენ მუშაობას

პროექტის  ფარგლებში “ახალგაზრდა ფემინისტები ცვლილებებისთვის” აქტივობები განხორციელდა ბოლნისის, დმანისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში. თითოეულ ღონისძიებას აერთიანებს ფემინისტური ბიბლიოთეკის შექმნის იდეა.

დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელ ამამლოს საჯარო სკოლა. შეხვედრის თემა: “გენდერულ სტერეოტიპები.” ღონისძიებას ესწრებიან მე-11 და მე-12 კლასელი მოსწავლეები.

ქალაქი ბოლნისი. ლექცია ფემინიზმზე, მის წარმოშობაზე და განვითარებაზე საქართველოში. შეხვედრას ესწრებიან მე-8, მე-9, მე-10 , მე-11 კლასის მოსწავლეები.

დაბა კაზრეთი. ღონისძიების თემა: გენდერული თანასწორობა და გენდერული სტერეოტიპები

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი. ფილმის ჩვენება და დისკუსია. ფილმი: „სუფრაჟისტები.“ ღონისძიება დასრულდა დისკუსიით და ვიქტორინაში გამარჯვებულების დაჯილდოებით.

განხორციელებული  აქტივობები, ახალგაზრდებმა ბანაკში მონაწილეობისას დაგეგმეს. პროექტის ფარგლებში „ბოლნისის ახალგაზრდულმა სახლმა“ ფემინისტური წიგნები შეიძინა და თითოეულ ლოკაციაზე, საფუძველი ჩაუყარა ფემინისტური ბიბლიოთეკის შექმნას.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე ფოტო კონკურსის შესახებ

ამჟამად მიმდინარეობს ფოტოკონკურსი „ქალი ჩემს ობიექტივში“
კონკურსი მიზნად ისახავს ქალების როლის წარმოჩენას ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათი დაფარული ისტორიების გადმოცემა ფოტო-სურათების მეშვეობით. მონაწილეობის მიღება შეუძლია ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს.

საკონკურსო ნამუშევარი უნდა გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: bolnisiyouthhouse@gmail.com მიუთითეთ კონკურსანტის სახელი, გვარი, ასაკი და მუნიციპალიტეტი. დედლაინია 10 აპრილი.

პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდი საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით.

QvemoQartli.ge

ინფორმაციის/ფოტოს წყარო: ბოლნისის ახალგაზრდული სახლი