გუბერნატორი ახალ ავტომობილთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობს

16 მარტს, მთავარმა არხმა მოამზადა სიუჟეტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გუბერნატორებისა და მუნიციპალიტეტების მერებისთვის 54 ახალი ავტომობილის შეძენის თაობაზე. მასალაში საუბარი იყო, შესყიდვაზე, რომლის საერთო ღირებულება  4 მლნ ლარია და თითოეული ავტომობილის ფასი 80 000 ლარს აღემატება.

QvemoQartli.ge-იმ კითხვებით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას მიმართა. ვცდილობდით დაგვეზუსტებინა, გადაეცა თუ არა ახალი ავტომობილი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს და რატომ გახდა საჭირო, ამ შესყიდვის განხორცილება.

სატელეფონო ზარების, თემის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეტყობინების მიუხედავად, ადმინისტრაციამ საკითხზე მედიასთან თანამშრომლობას, დუმილი არჩია.

 

QvemoQartli.ge