დაბა კაზრეთის „ხანდაზმულთა დღის ცენტრში“ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის  დაბა კაზრეთის „ხანდაზმულთა დღის ცენტრში“ ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. „ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია – მისი მნიშვნელობა, საკითხის გარშემო არსებული კვლევები  და გამოწვევები“- ამ სახელწოდების ღონისძიებას ექიმი, კარდიოლოგი ირინა გვაზავა და  რესპუბლიკური საავადმყოფოს პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ჯავარა უგრეხელიძე უძღვებოდნენ. შეხვედრას ხანდაზმულთა ცენტრის თანამშრომლები და ბენეფიციარები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ისაუბრეს ვაქცინაციის მნიშვნელობაზე, არსებულ სტატისტიკაზე და საკითხის გარშემო მომზადებულ მასშტაბურ კვლევებზე.

შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ „ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge.”

ღონისძიება გაიმართა პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

 

QvemoQartli.ge