ქვემო ქართლში ვაქცინაციის მხარდასაჭერად საინფორმაციო შეხვედრები იმართება

ქალაქ ბოლნისში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. „ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია – მისი მნიშვნელობა, საკითხის გარშემო არსებული კვლევები  და გამოწვევები“- ამ სახელწოდების ღონისძიებას ექიმი, კარდიოლოგი ირინა გვაზავა უძღვებოდა. შეხვედრის მონაწილე ადგილობრივ სამოქალაქო და საჯარო სექტორს, ვაქცინაციის შედეგები და უახლესი საერთაშორისო კვლევები გააცნეს.

ღონისძიების ორგანიზატორი  „ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge“ გახლდათ.

ვაქცინაციის მხარდასაჭერად შეხვედრები იმართება პროექტის „Vaccination4Georgia” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ (GIZ) საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.

QvemoQartli.ge