გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა
გარდაბნის მუნიციპალიტეტმა, მე-3 კლასის მაღალი გამავლობის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად მითითებულია 55 500 ლარი.
საქართველოს მთავრობის 121-ე დადგენილების თანახმად, აღნიშნული კატეგორიის ავტომობილების შეძენა შესაძლებელია:
რეგიონალური და/ან რაიონული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისთვის, რომელთა საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;
სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე;
სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელის მოადგილე ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 300 საშტატო ერთეულს;
სსიპ-ის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ის, 50%-ზე მეტი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს დეპარტამენტის უფროსი ან მასთან გათანაბრებული თანამდებობის პირი, თუ მათი საშტატო რიცხოვნობა ტოლია ან აღემატება 500 საშტატო ერთეულს.
ფოტოს წყარო: გარდაბნის თვითმმართველობა.
QvemoQartli.ge