სსიპ „ფინანსთა სამინისტროს აკადემია“ მარნეულის თვითმმართველობისგან, სატრენინგო მომსახურებისთვის, 16 910 ლარს ითხოვს

მარნეულის მუნიციპალიტეტმა, საჯარო მოხელეთა სატრენინგო მომსახურებისთვის, ტენდერი გამოაცხადა. თვითმმართველობა ითხოვს თანამშრომელთა შემდეგი მიმართულებით გადამზადებას:  მენეჯერული უნარები, პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება.

აღნიშნული მომსახურებისთვის, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 23 868 ლარი დაასახელეს.

ტენდერის ერთ-ერთი ტექნიკური მოთხოვნის თანახმად:

„პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მინიჭებული საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებით განსაზღვრული „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსის“ და „მოხელის მენეჯერული უნარების” საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაცია“.

მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის, მხოლოდ სსიპ „ფინანსთა სამინისტროს აკადემია“ გამოეხმარა და მსგავსი მომსახურება  16 910 ლარად შესთავაზა.

ტენდერი მიმდინარეა – გამარჯვებული, ჯერჯერობით, არ არის გამოვლენილი.

ფოტოს წყარო: მარნეულის თვითმმართველობა.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებგვერდის მითითებით