დამკვირვებელი “ოცნებას” საარჩევნო უბნიდან ამომრჩევლის პირადი ინფორმაციის გაცემაში ადანაშაულებს

რუსთავის მე-16 საარჩევნო უბანზე ორგანიზაცია “სამოქალაქო პლატფორმა 2020”-ის დამკვირვებელმა, თეონა იაკობიშვილმა საჩივარი დაწერა.

იაკობიშვილის თქმით, დღის პირველ-ნახევარში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სახელებს და გვარებს მობილურის დამხარებით გადასცემდა, “ქართული ოცნები”-ს წარმომადგენელი მიხეილ ცერცვაძე.

იაკობიშვილის განცხადებით, მან შესაბამისი საჩივარი დაწერა და რეაგირებისკენ უბნის თავმჯდომარეს მოუწოდა.

უბნის თავმჯდომარის ხათუნა მღებრიშვილის თქმით, მას არ შეუნიშნავს ამომრჩეველის პირადი ინფორმაციის გადაცემის ფაქტები, თუმცა წარმომადგენელს მოუწოდა განრიდებოდა სიტუაციას.

თავად მიხეილ ცერცვაძის განცხადებით, რომელიც გახლავთ აღნიშნულ უბანზე “ოცნების” წარმომადგენელი, ის მობილურით მხოლოდ თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობდა. ცერცვაძე ასევე დასძენს, რომ მისი ყოველი ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ “ქართულ ოცნება”-ს ხმები არ მოჰპარონ.

ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge