საჩივრის მიუხედავად საარჩევნო უბანზე კამერას არ თიშავენ

რუსთავის 51-ე საარჩევნო უბანზე სადაც არჩევანის ფარულობის დარღვევის თაობაზე, განცხადება გახარიას პარტიის მერობის კანდიდატმა გააკეთა, კამერა კვლავ ჩართულია.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ლია კვახაძე, აღნიშნავს რომ მათ მიერ არ მომხდარა გამიზნულად კამერის სიახლოვეს კაბინების განთავსება. კვახაძე დასძენს, რომ საჩივრის მიღების შემდეგ, ადგილი შეუცვალეს ყველა კაბინას, ისე რომ ამომრჩევლის ნების დაფიქსირება შეუძლებელია.

ამავე უბნის კომისიის წევრი ზურაბ ჭიკაძე კი რომლის საკუთრებაშიცაა შენობა, სადაც უბანი მუშაობს, ამბობს რომ კამერა მათი საკუთრებაა და მის გათიშვას არ აპირებს.
ჭიკაძე გვიხსნის, რომ კამერა სჭირდება იმისთვის, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდება, ობიექტური რელობის ამსახველი კადრები ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ 51-ე საარჩევნო უბანი განთავსებულია მცირე სივრცეში, სადაც საარჩევნო ინვენტარის სიმჭიდროვე თვალშისაცემია.

 

მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge