რუსთავში გახარიას პარტიის მერობის კანდიდატი საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს
პარტია “საქართველოსთვის” ამ წუთებში მედიისთვის ბრიფინგს მართავს. მათი, რუსთავის მერობის კანდიდატი ბექა ლილუაშვილი აცხადებს, რომ არჩევნები რუსთავში”მძიმედ მიმდინარეობს”.
კანდიდატი ყურადღებას შემდეგ თემებზე ამახვილებს:
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ლილუაშვილის განცხადებით, რუსთავში რამდენიმე უბანზე, საარჩევნო კაბინასთან დამონტაჟებულია ვიდეო კამერა.
ასევე, ლილუაშვილი აცხადებს რომ ყურსასმების მეშვეობით, რეგისტრატორები მოსული ამომრჩეველის სახელებს და გვარებს გადასცემენ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.
ამასთან ერთად დასძენს, რომ ირღვევა წესი რომლის თანახმადაც, კენჭისყრის შენობიდან ასი მეტრის რადიუსზე შეკრება აკრძალულია. ლილუაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებთან “ქართული ოცნების” მობილური ჯგუფები იმყოფებიან.
ნინო ბერიძე
QvemoQartli.ge