#გავიგუდეთ
მსხვილი საწარმოები რუსთავის ცხოვრების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოები ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან, ამ მედალს ორი მხარე აქვს.
ამ მეორე მხარეს უძღვნის თავის სამოქალაქო აქტიურობას, სოციალური ქსელით დაწყებული მოძრაობა „გავიგუდეთ.“
რა მიზანი აქვთ?
„ჩვენი მიზანია რუსთავში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება.
ათწლეულების წინ, როდესაც რუსთავში ყველა ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობდა იმ დროინდელმა მეწარმეებმა იცოდნენ, რომ მათი ქმედებით გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებდნენ. მეტალურგთა ქალაქი, ეს იყო ქალაქის სტატუსი, რომელიც აშენდა და დღეს ჩვენ აქ ვცხოვრობთ. თუ შევადარებთ დღევანდელ სიტუაციას იმდროინდელს დავინახავთ, რომ მაშინდელ მეწარმეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა საზოგადოების და დასაქმებულების წინაშე. მწვანე საფარი, რუსთავის პარკი, ქიმიკოსთა სპორტული დარბაზი, თეატრი, სკვერი და სხვა მრავალი მათ მიერ იყო აშენებული. ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა გააჩნდა.
მაგალითისთვის იმ დროინდელ აზოტში დასაქმებულს უშვებნდენ მანავში, ურეკში და უტარებდნენ ათასგვარ გამოკვლევას, რათა დასაქმებული ყოფილიყო მხნედ და ჯანმრთელად, არ იყო კვების პრობლემა, რძის გარეშე მძიმე მრეწველობა წარმოუდგენლად მიაჩნდათ იმ დროინდელ მეწარმეებს. ისინი ზრუნავდნენ მათ უსაფრხოებაზე და მათ ოჯახებზე. დღეს ეს ყველაფერი გამქრალია და თუ ადრე ქარხანას ჭირდებოდა მუშა ხელი, ახლა მუშა ხელს ჭირდება ქარხანა, არა იმისთვის რომ დოვლათი დააგროვოს ან წელიწადში ერთხელ სრულფასოვანი გამოკვლევა და გამაჯანსაღებელი სამუშაოები ჩაიტაროს, არამედ იმისთვის რომ თავი გადაირჩინოს და აღებული ხელფასი გადაააწილოს მის ჯანმრთელობაზე, კვებაზე და კომუნალურებზე, რომლის საშუალებაც მათ არ აქვთ.
რუსთავში ყოველწლიურად 1000-მდე სიმსივნის შემთხევა ფიქსირდება და ეს ციფრი ყოველ წელს იზრდება, ამას ემატება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, პნევმონია, ასთმა, ლეიკემია, აუტიზმი, ნაადრევი სიკვდილის შემთხვევები, დაბადების იმუნური სისტემის დეფექტი და სხვა მრავალი. ჩვენი ქალაქის მოსახლეობა დაავადებულია და მეწარმეები ნებით თუ უნებლიედ ამას ხელს უწყობენ. ეკოლოგიური გარემოს შეცვლა თითოეული მოქალაქის ვალი და პასუხისმგებლობაა, ყველა რუსთაველმა უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისგმებლობა ერთმანეთის მიმართ, ქალაქის და მომავალი თაობის წინაშე, რომ მათ დავახვედროთ მოწესრიგებული იფრასტრუქტურა და მწვანე საფარი“- აქტივობის მიზანს მათ გვერდზე ვკითხულობთ.
რას აკეთებენ?
აქვეყნებენ რუსთავის საწარმოების მუშაობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებს, სხვადასხვა ჯგუფებში პოპულარიზაციას უწევენ საკითხის შესახებ დისკუსიებს. მათი ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება საწარმო „ჯეოსთილი.“ აღნიშნული ვიდეოც მის მუშაობას ასახავს.
„გავიგუდეთ“ აგრძელებს კამპანიას და კრიტიკას არ აკლებს, თემაზე პასუხისმგებელ, სამთავრობო უწყებებს.
ვიდეოს და ფოტოს წყარო: მოძრაობა „გავიგუდეთ“
QvemoQartli.ge