,,წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად” – ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული მასშტაბური პროექტი
ევროკავშირის მხარდაჭერით CENN -მა პროექტი სახელწოდებით „ წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ განახორციელა. მისი მთავარი მიზანი იყო სამიზნე მუნიციპალიტეტებში სასმელ წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის შემცირება, WaSH (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სტანდარტების დამკვიდრება ადგილობრივი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლების გზით. პოზიტიური ცვლილებების მიღწევა მცირე ინფრასტრუქტურისა და ჰიგიენური ქცევითი სტანდარტების უზრუნველყოფით.
ორგანიზაციამ ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობისა და წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობები ქვემო ქართლის მასშტაბით 4 მუნიციპალიტეტში განახორციელა, მათ შორის თეთრიწყაროში.
სწორედ, ამ პროექტის შედეგად 2019-2020 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არსებულ 5 ამბულატორიას. ხოლო 5 საბავშვო ბაღსა და 3 საჯარო სკოლაში სასმელი წყლის ავზები განთავსდა, საფილტრე მოწყობილობასთან ერთად.
„ პროექტი,,წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად” 4 წლის მანძილზე მიმდინარეობდა ევროკავშირის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებში მთელ საქართველოში, საგანმანათლებლო კერებში სველი წერტილების მდგომარეობის შესწავლა მოხდა, ასევე ქვემო ქართლსა და კახეთში შესწავლილ იქნა ამბულატორიების ვითარება და განხორციელდა საჭიროების კვლევა. შემდეგ კი დმანისსა და წალკაში გაკეთდა 2 ამბულატორია. ქვემო ქართლის 19 სკოლასა და 7 საბავშვო ბაღში სველი წერტილების რეაბილიტაცია მოხდა. დმანისისა და თეთრიწყაროს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ასევე კულტურის ცენტრში, წყლისა და კანალიზაციის სისტემები რეაბილიტირდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში ბაღსა და სკოლაში სასმელი და საკანალიზაციო სისტემა მოეწყო”, – მარიკო წიქორიძე, CENN -ის პროექტების კოორდინატორი შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) პრობლემები კომპლექსურია და დაკავშირებულია საგანმანათლებლო, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ (საბჭოთა მემკვიდრეობა, დევნილები) და გარემოს დაცვის (კლიმატის ცვლილება, წყალშემკრები აუზების დეგრადაცია) საკითხებთან.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ 2017 -2021 წლებში განხორციელდა. მის ფარგლებში დაფინანსდა 8 ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული საპილოტე პროექტი და 11 გრანტი. სულ ისარგებლა 10 000 -მდე ბენეფიციარმა.
ცნობიერების ამაღლებისა და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით ჩამოყალიბდა 7 ადგილობრივი WASH საბჭო და 2 რეგიონალური WASH მრჩეველთა კომიტეტი .
პროექტის შემდეგ წყალზე წვდომა შესაძლებელი გახდა საქართველოს სოფლებში მცხოვრებ 3500-ზე მეტი ადამიანისთვის. WaSH (წყალი, სანიტარია, ჰიგიენა) საბჭოებმა (იმერეთის , კახეთის და ქვემო ქართლი რეგიონებში შეიქმნა 8 WaSH საბჭო) ინიციირება გაუკეთეს ცვლილებების ხელშემწყობ პროცესებს საქართველოს მასშტაბით. მათ გაიღრმავეს ცოდნა წყლის სარეაბილიტაციო სისტემების, ადამიანის უფლებების, ბიუჯეტის და სხვა საკითხების შესახებ შესაძლებლობების განვითარების არაერთი ღონისძიების შედეგად.
მსგავს თემაზე: H2O როგორც მხოლოდ ფორმულა – სკოლა წყლის გარეშე
QvemoQartli.ge