წალკა ამომრჩეველთა სიის ადგილობრივი რეგისტრატორების გარეშე რჩება

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ქვემო ქართლის წარმომადგენლობა დღეს დაასრულებს რეგისტრატორთა განაცხადების მიღებას.

საუბარია რეგისტრატორებზე, რომლებსაც  ამომრჩეველთა სიის დაზუსტება მოუწევთ. განაცხადების მიღება, რეგიონის მასშტაბით, 25 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდება. საერთო ჯამში მთელ რეგიონში  1 314 რეგისტრატორია საჭირო. დღეისათვის ათას ასამდე  განაცხადია შემოსული.

,, განაცხადების სიმცირეა წალკის რაიონიდან. არ ვიცით ამ მხრივ როგორ მოგვარდება საკითხი. რაც შეეხება, წალკაში სხვა რაიონიდან რეგისტრატორების გაგზავნას – კანონში არსად წერია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, თუმცა  საკითხავია რეგისტრატორს, თუ ექნება დაინტერესება სხვა რეგიონში იმუშაოს” – საუბრობს, ქვემო ქართლის წარმომადგენლობის თავჯდომარე, გურამ ფირცხალაიშვილი.

რეგისტრატორების ანაზღაურება უბნების სირთულის მიხედვით მოხდება – ანაზღაურება  100-200 ლარამდეა.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტება პროგრამა ,,კარდაკარის” ფარგლებში ხდება. ამ საქმისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=95