რუსთაველი ნაციონალები ხალხის დაპურებას აღარ იბრალებენ

რუსთავის ერთ-ერთი უფასო სასადილო მეგობრობის გამზირზე, უკვე, წლებია მუშაობს. ასეთი სასადილო რუსთავს კიდევ 3 აქვს.

დღეში ერთჯერად კვებას იღებენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების წევრები, ობლები, I და II ჯგუფის ინვალიდები და დაბადებიდან ინვალიდები. მათი რაოდენობა 1500 სცილდება.

საუბარი მეგობრობის გამზირზე მდებარე სასადილოთი ერთი გარემოების გამო დავიწყეთ. ადამიანები, რომელთა სამსახურშიც არის აღნიშნული სასდილო, დიდი ხანია, ფიქრობენ, რომ მათ ,,ნაციონალური მოძრაობა” აპურებდათ.

,, მე, დედამთილის ნაცვლად მოვედი, დღეს. მის კუთხვილ საკვებს სახლში მივუტან. სასადილოს, როგორც ვიცი ნაციონალები აფინანსებენ” – საუბრობს დაწესებულების წინ მდგარი ქალბატონი. მას, მის გვერდით მდგომი ბენეფიციარებიც ეთანხმებია.

მას და ალბათ, ამ სასადილოს წინ ხშირად მოსეირნე ბევრ რუსთაველს, ნაცინალური მოძრაობა მოქალაქეების დამპურებლებად ერთი გარემოების გამო ჰგონია. წლების მანაძილზე სასდილოს შესასვლელში ბანერი ეკიდა, წარწერით ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. მიუხედავდ იმისა, რომ პარტიას დაწესებულების დაფინანსებასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა, ქალაქის ბიუჯეტით დაფინანსებულ პროგრამას პარტია იბრალებდა.

აღნიშნული ბანერი, რამდენიმე თვის წინ სასადილოს შესასვლელიდან მოიხსნა. მიუხედავად ამისა, ადამიანები რომლებიც წლების მანძილზე ხედავდნენ მას, დღესაც ფიქრობენ, რომ ნაციონალები აფინანსებენ მას.

ბანერის მოხსნის მიზეზი კი სისიხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლია, რომლის თანახმადაც პირი (ამ შემთხვევაში პარტია) პოლიტიკური მიზნით თუ ქონებას ან უფასო მომსახურებას ეწევა, მისი ქმედება სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედებაა.  

თუმცა, თუ აღნიშნული სასადილოს ბენეფიციარებს დავუჯერებთ, წარწერა სიძველის გამო მოხსნეს და მალე მის ადგილას ახალი გაჩნდება, სადაც პარტიის სახელწოდება უკეთ აღსაქმელად წერია.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=99