შეწყვიტეთ ერის ნების წინააღმდეგ სვლა – ანიტა რაჭველიშვილი

მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ხელოვანი ქალები, აქტიურად გამოდიან „რუსული კანონის“ წინააღმდეგ. აღიარებული მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი ერთ-ერთი მათგანია. აქტიუარად უჭერს მხარს აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს, მოითხოვს შეწყდეს ამ ადამიანებზე ზეწოლა და გაიწვიონ კანონპროექტი.

მეცო-სოპრანო თავის გვერდზე სოციალურ ქსელში წერს:

„ ქართული ოცნების წევრებო, პოლიციავ, სპეცნაზმო და რობოკოპებო, განა რამდენს გიხდით ბატონი ბიძინა რომ შუბლის ძარღვიც აღარ გაქვთ! არც ნამუსი შეგრჩათ?! არც ადამიანობა?! უფლის არ გეშინიათ?! შვილები და შვილიშვილები არ გყავთ განა?! თუ გგონიათ თქვენ არაფერი შეგეხებათ?! შეწყვიტეთ ერის ნების წინააღმდეგ წასვლა! ნუ ღალატობთ სამშობლოს  ფულის გამო.“

„რუსულ კანონზე” რაჭველიშვილმა კომენტარი „ნეტგაზეთთანაც“ გააკეთა:

„ჩვენი ხალხი კი, სამწუხაროდ, მხოლოდ ფეხბურთის მატჩის საყურებლად ერთიანდება და როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ბედს, მხოლოდ ერთეულები გამოდიან და ისიც ცემის, ძალადობის ან დაპატიმრების შიშით ამ მთავრობის მხრიდან. ჩვენ ვცხოვრობთ აბსოლუტური განუკითხაობის, უსამართლობის და მწვავე კორუფციის პერიოდში. ამ მთავრობამ კი ისეთი ქონება დააგროვა ამ რამდენიმე წელიწადში, რომ მათი წასვლის ალბათობა აბსოლუტურად არ არსებობს, თუ მართლა საქართველოს მოსახლეობის 100% არ გამოვიდა ქუჩაში და არ გააპროტესტა ქართული ოცნების არსებობა. ეს კი არ მოხდება, რადგან ალტერნატივა არ არსებობს! არ არსებობს ალტერნატივა, რომელიც ქვეყნის და ხალხის მომავალზე იზრუნებს. ძალიან უიმედო მდგომარეობაა ყველასთვის. არც ვიცი, რა ვთქვა ან რა გავაკეთო ჩემი ქვეყნის საშველად. ძალიან მტკივა გული, რომ მოღალატეების და ფულზე გაყიდულების ხელშია ჩვენი საყვარელი სამშობლო! მაგრამ  ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! სხვანაირად სიცოცხლის გაგრძელებას მნიშვნელობა არ ექნებოდა”, – ამბობს ანიტა რაჭველიშვილი.

QvemoQartli.ge