შეთავაზება – გენდერის პრაქტიკოსი მკვლევრებისთვის

“ქვემო ქართლის მედია” პროექტის ფარგლებში: ” „By women for women – ქალი ჟურნალისტები ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ქალების გაძლიერებისთვის” იწყებს, საინფორმაციო შეხვედრებისთვის, მომხსენებლების შერჩევას.

თემატიკა: „ რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების გამოწვევები – არსებული მხარდამჭერი რესურსები“ „რეგიონში მცხოვრები მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ქალების გამოწვევები“ „ქვემო ქართლის რეგიონში გენდერულად მგრძნობიარე თემები“

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, თქვენი რეზიუმე და პრეზენტაციის ძირითადი საკითხების მონახაზი, გამოგზავნოთ მეილზე Qvemoqartli2022@gmail.com არაუგვიანეს 2023 წლის 19 ნოემბრისა. (საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება ბოლნისის მუნიციპალიტეტში)