საჯარო მმართველობის რეფორმის გამოწვევები -სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ადგილობრივი თვითმმართველობა
13 აგვისტოს, 11 საათზე, ონლაინ ფორმატით გაიმართება შეხვედრა თემაზე: საჯარო მმართველობის რეფორმის გამოწვევები – სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ადგილობრივი თვითმმართველობა. მომხსენებელი გახლავთ, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, დავით ლოსაბერიძე.
ონლაინ შეხვედრა გაიმართება პროექტის ფარგლებში:
„საჯარო მმართველობის რეფორმის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში, თვითმმართველობების გაძლიერებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, დასახული ამოცანების შესრულების ხარისხის მონიტორინგი.“ პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია “ქვემო ქართლის მედიის მიერ”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და ” ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მხარდაჭერით – ევროკომისიის გრანტის ფარგლებში.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აღნიშნული ბმულის დახმარებით:
https://us02web.zoom.us/j/86152143220pwd=bnU0Y0RRVVVtQXNQYStYTElYMzlQdz09
საკონტაქტო პირები:
პროექტის მენეჯერი მანონ ბოკუჩავა (593 123 182)
კოორდინატორი ირმა ზურაბაშვილი (599 98 24 16)