რუსთავის მერია Facebook რეკლამისთვის 2 000 ლარს გადაიხდის
1 თებერვალს, რუსთავის მერიამ გამარტივებული შესყიდვის შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციის განთავსება სოციალურ ქსელ Facebook-ში.“
შესყიდვის დასაბუთებაში ვკითხულობთ, რომ Facebook-ი აუდიტორიის ზუსტი შერჩევის შესაძლებლობას იძლევა, რის გამოც, მუნიციპალიტეტს ინფორმაციის გასავრცელებლად მისი გამოყენება სჭირდება. (შესყიდვის პერიოდი: 01.02.2023 – 31.12.2023)
შესყიდვის დოკუმენტაციაში არ არის გამოყენებული სიტყვები რეკლამა, ან ტერმინი Boost a Post რაც რეალურად გამოხატავს ქსელისგან კომერციული მომსახურის მიღებას.
მოცემულ მომენტში Facebook-ი მომხმარებელს უფასოდ სთავაზობს ტექსტის, ფოტო -ვიდეო მასალის გამოქვეყნების შესაძლებლობას. სერვისი ფასიანი ხდება, მხოლოდ, მაშინ როდესაც მომხმარებელი პოსტის რეკლამირებას ითხოვს და ირჩევს კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიას.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი მედია. ხელს ვუწყობთ სოციალურ სამართლიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას.
ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს საქმე.