გარდაბნის მერიამ, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით, გამოყოფილი 914 175 ლარი ვერ აითვისა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის ანგარიშის თანახმად,  მერიამ მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური  საჭიროებებისთვის გამოყოფილი თანხის, მხოლოდ 79%-ის ათვისება შეძლო.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური, გასულ წელს, 22 პროგრამას ახორციელებდა, რომელთა ბიუჯეტი 4 405 000 ლარი იყო. აღნიშნული თანხიდან დაიხარჯა 3 490 825ლარი (79%). აუთვისებელი კი დარჩა 914 175 ლარი.

გარდაბნის მერის 2022 წლის ანგარიში

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი მედია. ხელს ვუწყობთ სოციალურ სამართლიანობას და ადამიანის უფლებების დაცვას.

ნებისმიერი ფულადი მხარდაჭერა თქვენი მხრიდან მოგვცემს საშუალებას გავაგრძელოთ ეს  საქმე.