ინტერნეტ გამოცემა რუსთავის თვითმმარველობის წინააღმდეგ
4 ოქტომბერს პრესაგე.ტვ-იმ რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელს, კახა გუგენიძეს წერილით მიმართა. ინტერნეტ გამოცემის რეგიონალური კორესპოდენტი, მანონ ბოკუჩავა ითხოვდა ინფორმაციას 2010-2011 წ. რუსთავის თვითმმართველობის მიერ თანამშრომლებისთვის გაცემული პრემიების შესახებ. ,, ინფორმაცია მოგვაწოდეთ სრულად: პრემიის გაცემის თარიღი, ოდენობა და მიმღები საჯარო მოხელის მითითებით” – ვკითხულობთ თვითმმართველობისთვის გაგზავნილ წერილში.
მეორე საჯარო ინფორმაცია, რომელის მოწედებასაც presage.tv-ი ითხოვდა, რუსთავის თვითმმართველობის ავტოპარკის განახლებას ეხება. კონკრეტულად კი მედიასაშუალება ინტერესდებოდა, რუსთავის თვითმმართველობის მიერ 2011 წელს შეძენილი შკოდა-ოქტავია-ს მარკის მანქანებით.
წერილის პასუხად კი თვითმმართველობამ ჟურნალისტს შეატყობინა, რომ შკოდა-ოქტავია-ს მარკის მანქანების შეძენის საკითხი ,, მოწესრიგებულია” ,,ლიბერთი ბანკთან” დადებული ხელშეკრულებით.
აღნიშნული ხელშეკრულება ინტერნეტ გამოცემისთვის არ დაუციათ. რაც შეეხება ინფორმაციას პრემიებთან დაკავშირებით, რუსთავის თვითმმართველობამ მიუთითა საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრუს #47 დადგენილებაზე. სადაც, არ აღმოჩნდა ინფორმაცია 2010-2011 წელს გაცემულ პრემიებზე. დადგენილებაში არც ის კონკრეტული სია იყო, რომელიც პრემიის ოდენობასა და გაცემის თარიღს ნათელსხდიდა.
პრესაგე.ტვ-იმ იგივე მოთხოვნით მეორედ მიმართა რუსთავის თვითმმართველობას, თუმცა თვითმმართველობის მე-2 საპასუხო წერილიც პირველის შინაარს იმეორებდა.
11 ნოემბერს პრესაგე.ტვ-ის ჟურნალისტმა, მანონ ბოკუჩავამ საჯარო ინფორმაციის მიღება-გავცელებაში ხელის შეშლის გამო, სარჩელით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
სარჩელის მომზადებაში პრესაგე.ტვ-ის ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” რუსთავის ოფისი დაეხმარა. სასამართლოზე ჟურნალისტის ინტერესებს საიას იურისტი, მიხეილ ლურსმანაშვილი იცავს.
10 თებერვალს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა შედგა. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა მოსამართლე, ეკატერინე პართენიშვილს გააცნეს თავიანთი არგუმენტები.
საკრებულოს იურისტებმა, ლალი მაისურაძემ და ლალი მეტრეველმა განაცხადეს, რომ პრემირებული საჯარო მოხელეების სიები, მართლაც, არ იყო იმ საიტზე, რომელსაც საპასუხო წერლში უთითებდნენ. მათი თქმით, პრემიები საჯაროა მხოლოდ საჯარო სამსახურში მყოფი თანამდებობის პირების. მოპასუხეები განმარტავდნენ, რომ ჟურნალისტს რიგითი საჯარო მოხელეებისგან ნებართა უნდა აიღო, თუ ისინი დართავდნენ ნებას გაცნობოდა მათ შემოსავლებს, თვითმმართველობაც მიაწვდიდა ხსენებულ ინფორმაციას.
რაზეც ინტერნეტ გამოცემის მოსარჩელეებმა განმარტებებვი გააკეთეს. მათი თქმით, ქვეყანაში არსებობს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, სადაც წერია, რომ ღია და საჯაროა ინფორმაცია საჯარო მოხელეთა შრომითი ანაზრაურების შესახებ, მათ შორის პრემიებზე. განაცახეს, რომ საჯარო მოხელე ანაზღაურებას ბიუჯეტიდან იღებს. შესაბამისად, არა თუ ჟურნალისტს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს რა ანაზღაურებას და პრემიებს იღებს მის მიერ დაქირავებული საჯარო სამსახურში მყოფი პირი.
დავის მეორე საგანი იყო ,,შკოდა-ოქტავიას” მარკის ავტომობილების საკითხი. მოპასუხე მხარემ სასამართლოს წარუდგინა აღნიშნული ბანკის წერილი, სადაც დაფიქსირებული იყო ბანკის პოზიცია. ,,ლიბერთი ბანკი” წერილის თანახმად თვითმმართველობას სთოვდა მათ შორის დადებული ხელშეკრულება არ გაეხადა საჯარო.
სასამართლოს პაექრობის დროის მონაკვეთში კი თვითმმართველობის იურიტებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა, ოღონდ მხოლოდ თვითმმართველობისთვის. მოპასუხე მხარე კი თვლის, რომ ნებისმიერი გარიგება, რასაც მოყვება საბიუჯეტო თანხის ხარჯვა საზოგადოებისთვის ღია ინფორმაციაა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ეკატერინე პართენიშვილი მოდავე მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტიელას 17 თებერვალს გააცნობს.
მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=37