ე.წ. “უცხოელ აგენტებს” რუსეთში ახალი შეზღუდვები დაუწესეს

საინფორმაციო პორტალის მედუზას ცნობით, რუსეთის ფედერაციაში ცვლილება შევიდა კანონში   „საარჩევნო უფლებების ძირითადი გარანტიების შესახებ”.

რუსეთის სახელმწიფო დუმის  დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს ცვლილებები კანონში, რომელიც ე.წ. „უცხოელ აგენტებს“  უკრძალავს რუსეთის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას.

მიღებული ცვლილებებით,   „კანდიდატი ვალდებულია შეწყვიტოს უცხოური აგენტის სტატუსი კანდიდატის რეგისტრაციის დროისთვის,  ან კანდიდატთა სიის წარდგენის მომენტამდე“, –  წერს მედუზა.

აკრძალვა ეხება ფედერალურ ხელისუფლებას, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების მთავრობებს,  ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. ცვლილებების ასევე ითვალისწინებს „უცხოური აგენტების“ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კანონის ძალაში შესვლიდან 180 დღის შემდეგ.

ცვლილებების თანახმად, ე.წ. „უცხოური აგენტებს“ და „ექსტრემისტებისა და ტერორისტების“ რეესტრში შემავალ პირებს ასევე ეზღუდებათ იყვნენ დამკვირვებლები არჩევნებზე ან კანდიდატებისა და საარჩევნო გაერთიანებების წარმომადგენლები.

ფოტოს წყარო: civil.ge