„გახსენით საზღვარი“ – მყიდველებისგან მიტოვებული რუსთავის ავტობაზრობა / “Sərhədləri açın” – Alıcıları olmayan Rustavi avtomobil bazarı

კორონავირუსის გამოჩენამდე ხალხმრავალი რუსთავის ავტობაზრობა, ახლა თითქმის ცარიელია. ავტომობილების გრძელი რიგები ადგილზეა, თუმცა მყიდველი არსად სჩანს.

„ გაჩერებულია ყველაფერი, თქვენც ხომ ხედავთ?! არავინ არ შემოდის აქ უცხოელი მყიდველი. ჩვენებს კიდევ, ყველას თვითონ ჩამოჰყავს მანქანა და ვის უნდა მიყიდო?! რაღაც მცირე ხელშეწყობა არის, მაგრამ ოჯახს ვერავინ შეგვინახავს. ფული გვაქვს ჩადებული, ამდენი მანქანაა შემოყვანილი, ამას ხომ უნდა რეალიზაცია?! უნდა გაიხსნას საზღვარი რომ შემოვიდნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან მყიდველები, მხოლოდ ამის შემდეგ  შევძლებთ ამ მდგომარეობიდან ამოსვლას“, – საუბრობს ავტოდილერი, დიმიტრი ობგაიძე.

ავტომობილების გაყიდვების მნიშვნელოვან შემცირებაზე გვიყვება, გია შალამბერიძეც.  

„ ვერ უყურებთ?! სავსეა მანქანებით ბაზარი, არავინ არ დადის. გაყიდვები ძალიან შემცირებულია, შეიძლება ითქვას – საერთოდ აღარ იყიდება. მაგალითისთვის, პანდემიამდე თუ იყიდებოდა ათი მანქანა, ახლა იყიდება ორი“, – გვეუბნება ავტომობილებით მოვაჭრე, გია შალამბერიძე.

„ გაჩერებულია ყველაფერი, ვაჭრობა არ არის. ზარალზე ვართ წასული. უნდა გაიხსნას საზღვარი, ხალხი შემოვიდეს და გამოსწორდეს ყველაფერი“, – ამბობს კიდევ ერთი ავტოდილერი, ალიკა მუსაევი.

ავტომობილების იმპორტიორების კრიზისულ მდგომარეობაზე საუბრობს, საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსი ნონიაძეც. იგი აღნიშნავს, რომ ერთდროს, ყველაზე მომგებიან ბიზნესს ახლა გადარჩენისთვის ბრძოლა უწევს.  

„ პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა დარგი, პრობლემები განსაკუთრებით ჩაკეტილმა საზღვრებმა შექმნა. წინა წლის მონაცემების მიხედვით, იმპორტი შემცირდა 32%-ით, ხოლო ექსპორტი შემცირდა 45%-ით. დარგზე გავლენა იქონია, არა მარტო პანდემიამ არამედ, ე.წ სომხეთის ბაზარის დაკარგვამაც. სომხებს გაუძვირდათ საბაჟო გადასახადი და ამის გამო, მათ ჩვენგან აღარ გაჰყავთ ავტომობილები“, – აღნიშნავს ალექსი ნონიაძე.

ნონიაძე, ასევე ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე გვიყვება და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში, ავტომობილების იმპორტიორებისთვის რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება. მისი თქმით,  აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომ ავტო იმპორტიორებმა შეძლონ კრიზისიდან გამოსვლა.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან, ასევე ბიზნეს ომბუცმენთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან. იგეგმება რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ ორი ცვლილება იქნება:

ერთია, ის რომ 90 კალენდარული დღის ნაცვლად, იმპორტიორი უფლებამოსილი იქნება 180 დღის განმავლობაში, დაიბრუნოს სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი საბაჟო აქციზი 100 %-ის ოდენობით, თუ სატრანსპორტო საშუალება აღნიშნულ ვადაში მოექცევა ექსპორტის პროცედურაში.

მეორეს მხრივ კი მოხდება საბაჟო ზონის გაუქმება. მითია, რომ საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული მანქანა, ნაკლებად იყიდება და არ არის მასზე მოთხოვნა –  თითქოსდა სამი თვის განმავლობაში, რომ არ იყიდება მანქანა, მას რაღაც აქვს გაფუჭებული და მოთხოვნა არ არის. ამიტომ, ასეთი ზონა აღარ იქნება ცალკე. საბაჟო ზონები გაერთიანდება ბაზრობის სხვა ტერიტორიასთან“, – აცხადებს საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსი ნონიაძე.

რუსთავის ავტობაზრობა ამიერკავკასიაში, ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ობიექტია. 225 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული ავტოჰაბი, 5 000-მდე ავტომობილს იტევს. ბაზრის ტერიტორიაზე, ავტომობილების გარდა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებიცაა წარმოდგენილი. მოწყობილია სწრაფი კვების ობიექტები, ავტოსამრეცხაოები, ტექნიკური მომსახურების ობიექტები, საწყობები და საოფისე ფართები.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიერ, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების 2021 წლის თებერვლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – ქვეყნის ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა. მონაცემების მიხედვით კლება, სხვა რიგ საქმიანობებთან ერთად, ავტომობილების გაყიდვის სფეროსაც შეეხო.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

თარგმანი: აინურა ალიევა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

“Sərhədləri açın” – Alıcıları olmayan Rustavi avtomobil bazarı

Koronavirusa qədər əhali sıxlığı hiss olunan Rustavi avtomobil bazarı indi demək olar boş qalıb. Uzun avtomobil sırası yerindədir, ancaq alıcılar görünmür.

“Hər şey dayanıb, siz də görürsünüz?! Buraya heç bir xarici alıcı gəlmir. Bizimkilər də hamısı özü maşın gətirir və kimə satım?! Kiçik dəstək var ancaq heç kim bizim ailəmizi saxlamayacaq. Pul sərf etmişik, bu qədər maşın gətirilib, bunu satmaq lazımdır?! Sərhəd açılmalıdır ki, bizim qonşu ölkədən alıcılar gəlsin. Yalnız bundan sonra bu vəziyyətdən çıxa bilərik”, – avtomobil satıcısı Dimitri Obqaidze qeyd etdi.

Qia Şalamberidze də avtomobillərin satışının əhəmiyyətli dərəcədə azalmasından danışır.

“Görmürsünüz?! Bazar maşınla doludur, heç kim hərəkət etmir. Satış çox azalıb. Demək olar ki, ümumiyyətlə satılmır. Misal üçün qeyd edim, pandemiyaya qədər on maşın satılırdısa, indi ikisi satılır”,- Avtomobil satıcısı Qia Şalamberidze bildirdi.

“Hər şey dayanıb alver yoxdur. Ziyana düşmüşük. Sərhəd açılmalıdır ki, xalq gəlsin və vəziyyət düzəlsin”, – daha bir avtomobil satıcısı Alika Musayev qeyd edir.

Gürcüstanın Avto İdxalçılar Asossiasiyasının sədr müavini Aleksi Noniadze də avtomobillərin idxalının böhran vəziyyətindən danışır. O, qeyd edir ki, biz zaman ən gəlirli biznes olan sahə indi xilas olmaq üçün mübarizə aparır.

“Pandemiya bu sahəyə ciddi zərər vurdu. Problemləri əsasən bağlanmış sərhədlər yaratdı. Ötən ilin məlumatına görə idxal 32%, ixrac isə 45% azalıb. Bu sahəyə yalnız pandemiya deyil həmdə Ermənistan bazarının bağlanması təsir göstərdi. Ermənilərin gömrük vergisi bahalaşdı və buna görə onlar bizdən avtomobil alıb aparmırlar” – Aleksi Noniadze bildirdi.

Noniadze eləcə də yeni qanunvericilik təşəbbüsündən danışdı. O, bildirir ki, yaxın gələcəkdə avtomobillərin idxalı üçün bəzi qanunveiricilik dəyişiklikləri həyata keçiriləcək. Bu onlar üçün pandemiya şəraitində müsbət dəyişikliklərə səbəb olacaq. Onun sözlərinə görə bütün maraqlanan tərəflərlər fəal işləyirlər ki, avtomobil idxalçıları bazarın yarıda qalmış vəziyyətini qoruyub saxlaya bilsinlər və bu böhrandan maksimum dərəcədə itgisiz çıxsınlar.

“Biz Gürcüstan hökuməti ilə fəal əməkdaşlıq edirik. Eləcə də biznes Ombudsmanla, İqtisadiyyat Nazirliyi, Gəlirlər Xidməti ilə birgə çalışırıq. Bəzi qanunvericilik dəyişiklikləri planlaşdırılır, daha konkret iki dəyişiklik olacaq:

Birincisi odur ki, idxalçı 90 gün əvəzinə 180 gün ərzində  nəqliyyat vasitəsinə ödənmiş gömrük aksizini 100% dəyərində qaytarmalıdır. Bu nəqliyyat vasitəsinin qeyd olunan müddətdə ixrac proseduruna çevrilməsi halında baş verir.

İkincisi isə odur ki, gömrük zonası ləğv olunacaq. Gömrük nəzarət zonasında olan maşının daha az satılması yaxud ona tələb olmaması uydurulub. Guya 3 ay ərzində maşın satılmazsa demək onun nəyi isə xarabdır və ona tələbat yoxdur. Ona görə ayrılıqda belə zona olmayacaq. Gömrük zonaları bazarın başqa əraziləri ilə birləşəcək”- Gürcüstan Avto İdxalçılar Assosiasiyasının sədr müavini Aleksi Noniadze bildirdi.

Rustavi avtomobil bazarı ümum Qafqazda ən böyük ticarət obyektlərindən biridir. 225 min kvadrat metrdə tikilmiş ikinci əl maşınlar üçün bazara 5000-ə yaxın avtomobil yerləşir. Bazar ərazisində avtomobildən başqa müxtəlif təlimatlı obyektlər də  təqdim olunub.  Sürətli qida obyektləri, maşın yuma, texniki xidmət obyektləri, zirzəmi və ofislər də qurulub.

Gürcüstan Milli Statistika Xidmətinin iqtisadi artımın əvvəlcədən qiymətləndirilməsi ilə bağlı 2021-ci ilin fevral ayına olan göstəricilərinə görə, ötən ilin analoji dövrü ilə müqayisədə ölkə iqtisadiyyatı 5,1% azalıb. Göstəricilərə əsasən azalma digər işlərlə yanaşı nəqliyyat sahəsində də yaranıb.

Bu paylaşım Avropa İttifaqının dəstəyi ilə yaradılıb. Onun məzmununa görə “Kvemo Kartli mediası” tam məsuliyyət daşıyır və ola bilsin o Avropa İttifaqının baxışlarını əks etdirməsin.

Müəllim: Nino Beridze

Tərcümə: Aynurə Əliyeva

QvemoQartli.ge

Materialdan yalnız veb-səhifəyə istinadən istifadə edə bilərsiniz