ბელარუსში დღემდე აკავებენ 2020 წლის საპროტესტო აქციის მონაწილე ქალებს
უფლებადაცვითი ორგანიზაცია ВЯСНЕ ყოველ წელს აქვეყნებს ანგარიშებს ბელარუსში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
ამჯერად ვეცნობით, ბელარუსის გამოცდილებას შეკრების თავისუფლების კუთხით.
ВЯСНЕ-ს ინფორმაციის თანახმად ბოლო სამი წელია, რაც ბელარუსში სასამართლოებს გამოაქვთ გამამტყუნებელი განაჩენები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც 2020 წელს საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ.
უფლებადამცველებისთვის, თვეში, არა ნაკლებ 21 საქმის შესახებ ხდება ცნობილი. ამ საქმეებზე განაჩენი თავისუფლების შეზღუდვით განისაზღვრება. ეს შეიძლება იყოს პატიმრობა კოლონიაში, ან შიდა პატიმრობა.
ჟანა დუდინსკაია არის ერთ-ერთი დაკავებული, 2020 წლის აქციიდან. მას ბრალი მიმდინარე წელს წაუყენეს. ბრალდების მხარე დუდინსკას არასანქციონირებულ აქციაში მონაწილეობის გამო სჯის.
„ ბრალდებულმა ჩაიდინა აქტიური ქმედებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას – გზის სავალ ნაწილზე ყველას დასანახად, რითაც დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. იგი ცდილობდა უპატივცემლობა გამოეხატა ღიად, არსებული საზოგადოებრივი ნორმების მიმართ“- წერია საქმის მასალებში. სასამართლომ მას ორწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა.
ამასთან ერთად ВЯСНЕ-ს ცნობით, მიმდინარე წლის მარტში 28 ადამიანს წაუყენეს ბრალი, 2020 წლის დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის.
საქმე ასევე არის აღძრული აქტივისტი ნინა ბეგინსკას წინააღმდეგ, რომლის სახლშიც ბელარუსის ეროვნული დროშა (თეთრი და წითელი ფერების კომბინაციის) აღმოაჩინეს. ლუკაშენკოს რეჟიმი ებრძვის ამ სიმბოლოსაც.
სასჯელს ექვემდებარებიან ადამიანები, რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ლუკაშენკოს და სამართალდამცავებს.
ელენე კასპეროვიჩი ასევე არის ერთ-ერთი ბრალდებული ქალი, რომელსაც ძალოვანი უწყებების შეურაცხყოფას აბრალებენ. მის მიმართაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 2 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალი საქმის განხილვის მომენტში უვლიდა ახალგაჩენილ შვილს და ხანდაზმულ მშობლებს.
ფოტოს წყარო: pbs.org
ავტორი: მანონ ბოკუჩავა
QvemoQartli.ge