18.05.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტების და სოფლის რწმუნებულების ხელფასები იზრდება

,, ჩვენ შეპირებისამებრ ვზრდით მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასებს” – გამოუცხადა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა საკრებულოს წევრებს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ საქმე არა ბარათაშვილის, არამედ სააკაშვილის ,,შეპირებასთან” გვქონდა.

2012 წლის 30 იანვრის პრეზიდენტის #70-ე ბრძანების თანახმად ცვლილებები შევიდა საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ 2005 წლის #726-ე ბრძანებაში.

ცვლილების თანხამად თბილისის და ბათუმის გარდა, ყველა თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი იზრდება. გაზრდა კი განსაკუთრებულად მუნიციპალიტეტების და სოფლების რწმუნებულების ხელფასებს შეეხოთ.

მუნიციპალიტეტების რწმუნებულებს თეbრვლამდე დაახლოებით 400 ლარი ქონდათ ხელფასი.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასების ზედა ზღვარი 800 ლარი გახრა, ხოლო 700 ლარით განისაზღვრა სოფლის რწმუნებულების სახელფასო სარგოს ზედა ზღვარი.

15 თებერვალს გამართულ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე მუნიცილპალიტეტების რწმუნებულებს მაქსიმალური ხელაფი, ანუ 800 ლარი დაენიშნათ. ქალაქს სულ ათი რწმუნებული ყავს.

გასულ არჩევნებზე, ქვეყნის მაშტაბით ყველა რეგიონში, კორპუსების მამასახლისები და მუნიციპალიტეტების რწმუნებულები აქტიურად იყვნენ ჩართული არჩევნებში. დღეს კი თითქმის ყველა რეგიონის მედია აქტიურად საუბრობს ხელფასების ზრდის პირდაპირ კავშირზე არჩევნებთან.

აღნიშნულ თემას კახეთის საინფორმაციო ცენტრიც აშუქებს. ცენტრის რესპოდენტი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” თავმჯდომარის ლია ხუროშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების შენახვის ხარჯები ისედაც დიდი იყო და მუნიციპალური ბიუჯეტების საერთო თანხის 20-25%-ს აღწევდა, ცვლილებების შემდეგ კი კიდევ უფრო გაიზრდება. მისივე თქმით, ხელფასების გაზრდა დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება.

„მმართველ პარტიას ადამიანური რესურსი სჭირდება. სოფლის რწმუნებულებს და სპეციალისტებს აქამდეც წარმატებით იყენებდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ახლა უფრო მეტად გამოიყენებენ, შრომას უფასებენ”,საუბრობდა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ხუროშვილი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=56

Related Posts

რუსთავი წინასაარჩევნოდ – „სისხლიანი ბანერი“ და ოპოზიციის დაზიანებული საარჩევნო პოსტერები

ბანერი „სისხლიანი ლაქებით“ უკვე რუსთავშიცაა. „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ – ამ სიტყვებს ფონად „სისხლის ლაქები“ ადევს. ბანერზე გამოსახულნი...

რუსთაველების ნაწილი არ ადასტურებს „ოცნების“ მიერ ნობათის დარიგებას, თუმცა ელის

პარტია „პროგრესული საქართველოს“ თავმჯდომარემ ალექსანდრე კობაიძემ, 27 აგვისტოს სოციალური ქსელის facebook-ის, პირად გვერდზე აღნიშნული ფოტო, შემდეგი ტექსტით გაავრცელა: „  რუსთავში...

თეთრიწყაროში სოციალური თემატიკით დაინტერესებულ მოქალაქეებს სამუშაო ჯგუფში ელიან

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორცილებს და მისი...

ადამიანის უფლებები საქართველოში

ადამიანის უფლებათა ცენტრის 2018 წლის ანგარიში  საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლებების ჭრილში მიმოიხილავს საქართველოში 2018 წელს განვითარებულ მოვლენებს. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია:...

თეთრიწყაროში მუნიციპალიტეტის სოციალურ პოლიტიკაზე იმსჯელეს

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი...

ქვემო ქართლში დეზინფორმაციასთან ბრძოლას სწავლობენ

თანამედროვე სამყაროში თითქმის შეუძლებელია, რომელიმე თუნდაც შენთვის უცხო ქვეყანაში დაიკარგო. ასე მარტივად  არ არის საქმე, ინტერნეტ სამყაროს შემთხვევაში. აქ შეიძლება...

დაბალი ხელფასი და დასვენების დღეების უქონლობა – რუსთაველი მეეზოვეების პრობლემები (ვიდეო)

რუსთავის დასუფთავების სამსახურს, 230 თანამშრომელი ჰყავს. მათგან 80 % ქალია. როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ჯერ კიდევ სძინავს, სწორედ ეს ადამიანები, ქუჩებსა...

შეთანხმება – გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებისთვის

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წევრი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მხარდასაჭერად, ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. განცხადებაში,...

კორპორაციული პასუხისმგებლობა ქვეყანაში, სადაც ადამიანი არ არის მთავარი ღირებულება

შვიდ ოქროს წესს მოიცავს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და ეს წესები, დაცვის შემთხვევაში, ვფიქრობ, ნამდვილ ოქროზე ძვირფასია: ბიზნესის ეთიკურად წარმოება; ადამიანის...

“ოცნების” კოორდინატორები გარდაბნის მე-3 საარჩევნო უბანთან იმყოფებიან (ვიდეო)

გარდაბნის მე-3 საარჩევნო უბანთან, მოქალაქეების სიმრავლეა. შეკრებილი ქალბატონებიდან ერთ-ერთი, კითხვაზე თუ რატომ იმყოფება უბანთან და რა სია აქვს თან, გპასუხობს...

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

მეორე ტური – პარტიის კოორდინატორების მობილიზება რუსთავის საარჩევნო უბნებთან

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, სამოქალაქო სექტორის ნაწილი, შეზღუდული რესურსებით და შემცირებული სადამკვირვებლო ჯგუფებით აკვირდებოდა. ორგანიზაციების ნაწილმა კი უარი თქვა არჩევნების...

„მე გავაგრძელე“ – შშმ პირთა მხარდაჭერა პანდემიისას

COVID-19 პანდემიამ მსოფლიოს საკმაოდ მძიმე კვალი დააჩნია, მათ შორის, ადამიანების სოციალიზაციის მიმართულებით. სწორედ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ადამიანების მხარდასაჭერად, ევროკაშირი...

„ახალი, ძლიერი და უკეთ ინფორმირებული თაობა“

„როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს. საქართველოში არაინფორმირებულობის პრობლემა ყველაზე მწვავედ სწორედ იმ რეგიონებში დგას, სადაც ეთნიკური უმცირესობების...

რუსთავის საარჩევნო უბნებს კომისიის წევრები კვლავ ტოვებენ – საოლქოს ხელმძღვანელი უკმაყოფილებას ვერ მალავს

4 სექტემბერს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიამ სამი საკითხი განიხილა: (1) რუსთავის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრების...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *