წინასაარჩევნოდ მუნიციპალიტეტების და სოფლის რწმუნებულების ხელფასები იზრდება

,, ჩვენ შეპირებისამებრ ვზრდით მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასებს” – გამოუცხადა რუსთავის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე, კახა ბარათაშვილმა საკრებულოს წევრებს. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ საქმე არა ბარათაშვილის, არამედ სააკაშვილის ,,შეპირებასთან” გვქონდა.

2012 წლის 30 იანვრის პრეზიდენტის #70-ე ბრძანების თანახმად ცვლილებები შევიდა საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურების შესახებ 2005 წლის #726-ე ბრძანებაში.

ცვლილების თანხამად თბილისის და ბათუმის გარდა, ყველა თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი იზრდება. გაზრდა კი განსაკუთრებულად მუნიციპალიტეტების და სოფლების რწმუნებულების ხელფასებს შეეხოთ.

მუნიციპალიტეტების რწმუნებულებს თეbრვლამდე დაახლოებით 400 ლარი ქონდათ ხელფასი.

პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, მუნიციპალიტეტების რწმუნებულების ხელფასების ზედა ზღვარი 800 ლარი გახრა, ხოლო 700 ლარით განისაზღვრა სოფლის რწმუნებულების სახელფასო სარგოს ზედა ზღვარი.

15 თებერვალს გამართულ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე მუნიცილპალიტეტების რწმუნებულებს მაქსიმალური ხელაფი, ანუ 800 ლარი დაენიშნათ. ქალაქს სულ ათი რწმუნებული ყავს.

გასულ არჩევნებზე, ქვეყნის მაშტაბით ყველა რეგიონში, კორპუსების მამასახლისები და მუნიციპალიტეტების რწმუნებულები აქტიურად იყვნენ ჩართული არჩევნებში. დღეს კი თითქმის ყველა რეგიონის მედია აქტიურად საუბრობს ხელფასების ზრდის პირდაპირ კავშირზე არჩევნებთან.

აღნიშნულ თემას კახეთის საინფორმაციო ცენტრიც აშუქებს. ცენტრის რესპოდენტი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის” თავმჯდომარის ლია ხუროშვილის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების შენახვის ხარჯები ისედაც დიდი იყო და მუნიციპალური ბიუჯეტების საერთო თანხის 20-25%-ს აღწევდა, ცვლილებების შემდეგ კი კიდევ უფრო გაიზრდება. მისივე თქმით, ხელფასების გაზრდა დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება.

„მმართველ პარტიას ადამიანური რესურსი სჭირდება. სოფლის რწმუნებულებს და სპეციალისტებს აქამდეც წარმატებით იყენებდნენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ახლა უფრო მეტად გამოიყენებენ, შრომას უფასებენ”,საუბრობდა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან ხუროშვილი.

მასალა, ჩვენს მიერ, თავდაპირველად გამოქვეყნდა დომენზე
http://kvemokartli.ge/index.php?do=fullmod/news&id=56