04.12.2022 სიღრმისეული ჟურნალისტური ნამუშევრები

შემოდიან, ათვალიერებენ და გადიან – ბიზნესი უფულოდ დარჩენილ მომხმარებელზე

ქვეყნის პირველი მასშტაბური ჩაკეტვისა და კარანტინის შემდეგ –  ერთ წელზე მეტი გავიდა. ბიზნესის ნაწილმა ვერ გაუძლო პანდემიის დარტყმებს, ნაწილმა კი განახევრებული შემოსავლებით გააგრძელა მუშაობა.

ისინი ვინც, დღეს მუშაობას აგრძელებენ, ამბობენ რომ კოვიდშეზღუდვები – განსაკუთრებით დამაზიანებელი, ბიზნეს გარემოსთვის არის. რუსთავში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, პანდემიის გავლენაზე გვიყვებიან.

ერთ-ერთი პირველი რესპოდენტი, მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრე, ნინო ყიფიანია. ამბობს, რომ გაყიდვები იმდენად შემცირდა, რომ ახლა შემოსავალი მხოლოდ ქირისთვის ჰყოფნის.

 „ პანდემიის გავლენა საშინელია. პანდემიამდე პერიოდში რომ ვვაჭრობდით, სიტყვაზე – 500 ლარს, ეს მაჩვენებელი ახლა დასულია 150 ლარზე. ყოველდღიურად 100 ლარს ძლივს ვვაჭრობთ. ხალხს, საჭმლის ფული აღარ აქვს და ეს ტანსაცმელი, უკვე ფუფუნებაა. საჭმელს ვერ მოიკლებ ადამიანი და ტანსაცმელს კი. ძალიან ცუდ დღეში ვართ ყველა. ქირა ისევ რჩება გადასახდელი, თუმცა ვაჭრობა შემცირებულია. მომხმარებელი შემოდის, ათვალიერებს და გადის. თუ შემოვა 10 კაცი, იქიდან შეიძლება ერთი იყოს მყიდველი. ჩვენ, ახლა ყველა მხოლოდ ქირის გადასახადს ვიხდით, სხვა მოგება არ გვაქვს. იყო რაღაც დახმარებები სახელმწიფოდან, მაგრამ მნიშვნელოვანი არაფერი“, – ნინო ყიფიანი.

 “პანდემიამ ყველაზე იმოქმედა, განსაკუთრებით ჩვენზე. დოლარზე შემოდის ეს ტანსაცმელი, ჩვენც დოლარზე ვიღებთ და შესაბამისად, მოგვიწია გაძვირება – მომხმარებელიც უკმაყოფილოა. ახალი პარტია, კიდევ უფრო გაძვირებული იქნება, რადგან დოლარმა კიდევ მოიმატა. როგორი შემოვა ეგეც არ ვიცით, ზოგადად საქონელიც ძალიან ცუდი შემოდის“, – ამბობს კიდევ ერთი, მეორადი ტანსაცმლით მოვაჭრე.

პიროვნება, რომელიც ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს ამბობს, რომ ახლა მისი ბიზნესის გადარჩენისთვის იბრძვის.

„ პანდემიამდე, ყოველთვის ჩემი ფულით მომქონდა საქონელი და არასდროს მჭირდებოდა მომწოდებლისგან ვალზე წამოღება. პირველად რომ ჩაგვკეტეს, მაშინ მოგვიწია ვალზე წამოღება საქონლის და შესაბამისად ეს აისახა ჩვენს საქმიანობაზეც. ჩემთვის პირადად ეს ბიზნესი დღეს მოგებაზე აღარ მუშაობს, თუმცა მირჩევნია ცოტახანი ასე შევინარჩუნო.

მაგრამ თუ ესე გაგრძელდება, ალბათ, მომიწევს დაკეტვა. ახლა თავი გამაქვს, მხოლოდ ქირას ვიხდი და მომწოდებლის თანხას. მომხმარებელი შემოდის, მაგრამ ვერ ყიდულობს ტანსაცმელს. ადრე, პირობითად რომ ავიღოთ, თუ შორტი ღირდა 10-12 ლარი, ახლა ღირს 20 ლარი. ყველაფერი გაძვირდა და ვეღარ ყიდულობს ხალხი.  ხელშეწყობას რაც შეეხება, უნდა გააკეთონ კრედიტებზე შეღავათები, ან პროცენტების გადავადება და აუცილებელია დოლარის დასტაბილურება.“

 „ დაკეტილები ვიყავით, მაგრამ ვმუშაობდით ონლაინ გაყიდვებზე“ – აღნიშნავს რუსთავის სტამბულის ბაზართან არსებული, ავეჯის მაღაზიის წარმომადგენელი მაკა კაპანაძე.

გვიყვება, რომ საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გადატანის მიუხედავად, შემოსავალი მაინც შეუმცირდათ. მისი თქმით, პანდემიის პირობებში მასალებზე ფასები  გაიზარდა, რაც ავეჯის ღირებულებაზეც აისახა.

„ ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ შემცირდა შემოსავალი. ახლა გახსნილები ვართ თუმცა, აღარ შემოდის მომხმარებელი. ფასები გაზრდილია მასალაზე და შესაბამისად, პროდუქტზეც. ხალხს ყიდვა უჭირს. ასევე ხალხს შიში აქვს, რომ ისევ უნდა ჩავიკეტოთ და ყველა თავს იკავებს რამის შეძენისგან. რაღაცნაირად, ისე უნდა მოხდეს, რომ აღარ ჩავიკეტოთ და რეგულაციების სრული დაცვით გავაგრძელოთ საქმიანობა“, – ამბობს მაკა კაპანაძე.

„ პროდუქციის რეალიზაცია ვერ ხდება.  ზოგადად ყველა სფეროში რთული სიტუაციაა. ჩვენი პროდუქტი არის ფუჭებადი პროდუქტი. ყვავილი არ შემოდის იმ რაოდენობის, რომ იყოს არჩევანი. რაც შემოდის, რა თქმა უნდა, გაზრდილი ფასით შემოდის და შესაბამისად ჩვენც გვიწევს ფასის აწევა. ბუნერბივია მაღალი ფასის გადახდა მომხარებელებს უჭირთ. გარდა ამისა, თუ ვინმეს რამის შეძენა სურს, უნდა რომ განსხვავებული შეიძინოს, რაც ამ ეტაპზე არ არის. შეიძლება ითქვას რომ მომხარებელი საერთოდ აღარ გვყავს. ძალიან შემცირდა ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი“ – აღნიშნავს, ყვავილების მაღაზიის მენეჯერი, ნათია ნონიაშვილი.

QvemoQartli.ge – მცირე მეწარმეებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ საქმიანობას ეწევიან, პრობლემები ერთნაირი აქვთ – შემცირებული შემოსავალი, ნაკლები მომხმარებელი და გაზრდილი ფასები.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

ავტორი: ნინო ბერიძე

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Related Posts

გუგუთი – ხელისუფლებისგან მივიწყებული საზღვრისპირა სოფელი / Ququti – hakimiyyətin unutduğu sərhədyanı kənd

დმანისის ნაქალაქარს რომ გასცდები, დაახლოებით ოციოდე კილომეტრში ბოლო სოფელია – გუგუთი. იქით უკვე სასაზღვრო გამშვები პუნქტია და სომხეთი იწყება.  ლოქის...

რატომ უნდა ვენდოთ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს/Covid-19-a qarşı peyvəndlərə niyə etibar etməliyik

Bloomberg-ის თანახმად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ, მსოფლიოს 184 ქვეყანაში 12,7 მილიარდზე მეტი აცრა ჩატარდა. ეს მსოფლიოში ყველაზე აქტიური ვაქცინაციის...

პარტიების საბიუჯეტო შემოსავლები და შემოწირულობები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, საზოგადოებას 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის ნაწილი საარჩევნო სუბიექტების საბიუჯეტო შემოსავლებს...

რუსთავის მუნიციპალიტეტმა, 2019-2020 წლებში, ვერ უზრუნველყო დაგეგმილი პროექტების ნაწილის დროულად განხორციელება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსების მართვა რესურსების...

რუსთავის საარჩევნო უბნებს კომისიის 7 წევრი ტოვებს

რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 6 სექტემბერს, მორიგი კონკურსის ჩატარების საკითხი განიხილეს. ამჯერად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტა, შემდეგი...

მთავრობის წინასაარჩევნო პროექტი რუსთაველების ჯიბეს ვერ მოერგო

უკვე, ორი შაბათ-კვირაა რუსთავში პატარა ბაზრობები იმართება. თეთრი კარვებისგან შემდგარ ბაზრობაზე ბოსტნეული, ხორცი, ბურღულეული, ხილი და კონსერვები იყიდება. ,, ფასები...

ევროკავშირის მხარდაჭერით რეგიონებში მიმდინარე პროექტი საჯარო და სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას ცდილობს

26 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა და HEKS-EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ხელმოწერით HEKS-EPER...

“სამუშაოები დაუსრულებელია” – აუდიტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გამოაქვეყნა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: საბიუჯეტო რესურსები რესურსების...

რუსთავის აზოტის პირველადი პროფესიული კავშირი, სადაც 400-მდე დასაქმებული გაწევრიანდა

ვიდეოში მოისმენთ ინფორმაციას პროფესიული კავშირის მნიშვნელობაზე, რუსთავის აზოტის პირველად პროფესიულ კავშირზე და  საწარმოებში არსებული გამოწვევებზე. რესპონდენტები:  თამაზ დოლაბერიძე მეტალურგიული, სამთო...

ქვემო ქართლის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ფინანსების მართვასთან დაკავშირებით დამხმარე რესურსები გააცნეს

მარნეულში გაიმართა  „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“-ს მიერ მომზადებული ორი მნიშვნელოვანი ფინანსური სახელმძღვანელოს – საზოგადოებრივი ორგანიზაციების საგადასახადო გარემოს კვლევის შედეგების და  საზოგადოებრივი...

შეგიძლიათ ითევზაოთ ჯანდარის ტბაზე, ოღონდ 18 წლის შემდეგ

თევზაობის და ნადირობის მოყვარულები კარგად იცნობენ ჯანდარის ტბას და მის მიმდებარე ტერიტორიას. თუ საზოგადოების ამ ნაწილისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე...

საარჩევნო პლაკატებში ჩაფლულ ქესალოში სასმელად ვარგის წყალს ნატრობენ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მოსახლეობა სასმელი წყლის ხარისხს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ისინი უკვე წლებია, წყალს ან ყიდულობენ, ან ქალაქ გარდაბნიდან...

„ ვაქცინირებულ პაციენტებს შედარებით მსუბუქად გადააქვთ დაავადება “ / „Peyvənd olunmuş xəstələr nisbətən xəstəliyi yüngül keçirirlər”

ქვემო ქართლის რეგიონში, Covid-19-ის ვაქცინაციის დაწყების დღიდან, სრული აცრა 86 647-მა მოქალაქემ ჩაიტარა. სრული აცრა გულისხმობს, ვაქცინის მინიმუმ ორი დოზის...

ქესალოში შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვენ

გარდაბნის რაიონის  სოფელი ქესალო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში 2009 წლის 2 აგვისტოს მოხვდა. უხვმა ნალექმა სოფელი დატბორა. რეგიონის გუბერნატორი, მთავრობის წარმომადგენლებთან...

ყველაფერი ვაჟს – მემკვიდრეობის უსამართლო განაწილება

საქართველოს კანონმდებლობით, შვილებს მშობლების ქონებაზე, თანაბარი უფლებები აქვთ. თუმცა ამის მიუხედავად, არსებული მანკიერი ტრადიციების და შეხედულებების გამო, უმეტეს-წილად, მემკვიდრეობა ვაჟ...

Comments
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *