რუსთავის საარჩევნო უბნებს კომისიის 7 წევრი ტოვებს

რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 6 სექტემბერს, მორიგი კონკურსის ჩატარების საკითხი განიხილეს. ამჯერად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტა, შემდეგი უბნებიდან ითხოვეს: #19, #22, #23, #45, #61, #75, #83. კომისიის მდივანმა განაცხადა, რომ საუბნო კომისიების აწ, უკვე ყოფილმა წევრებმა მიზეზად განცხადებაში „ოჯახური პირობები“ მიუთითეს. გოშაძე ასევე დასძენდა, რომ განცხადების დაწერიდან ორ სამუშაო დღეში, მათ არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, ოლქის თანხმობის გარეშეც შეუწყდებოდათ უფლებამოსილება.

„ვისაც მუშაობა არ უნდა ჩვენ ვერ დავაძალებთ“ – აცხადებდა, ხათუნა გოშაძე.

ამავე სხდომაზე ოლქის წევრებმა მხარი დაუჭირეს კონკურსის გამოცხადებას, რომელიც ახალი წევრების დანიშნვის შესაძლებლობას მისცემთ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის რუსთავის საარჩევნო უბნები 30-მდე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა დატოვა. მათი უმრავლესობა მიზეზად „ოჯახურ პირობებს“ ასახელებს.

მსგავს თემაზე: რუსთავის საარჩევნო უბნებს კომისიის წევრები კვლავ ტოვებენ – საოლქოს ხელმძღვანელი უკმაყოფილებას ვერ მალავს

რუსთავში საუბნო საარჩევნო კომისიის ერთი წევრი Covid-19-ით გარდაიცვალა, 12-მა კი უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვა

 

მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით