რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთიში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო
რუსთავის მე–10 საარჩენო უბანზე საარჩევო ყუთში ამომრჩეველმა მაჟორიტარი კანდიდატის ასარჩევად ორი ბიულეტენი ჩააგდო. უბნის თავმჯდომარის ქეთევან მიროტაძის განცახდებით, რეგისტრატორმა ამომრჩეველს შემთხვევით მაჟორიტარის ასარჩევად ორი ბიულეტენი გადასცა, ამომრჩეველმაც ბიულტენები კონვერტში მოათავსა და ყუთში ჩააგდო. „ რეგისტრატორმა დაუყოვნებლივ დაწერა ახსნა-განმატება. ხმების დათვლისას, ჩვენ ამ ორ ბიულეტენს ბათილად ვცნობთ“ – აცხადებს მიროტაძე.
მომხდართან დაკავშირებით საჩივარი უბანზე მყოფმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა დაწერა.