ენმ: „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან, ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ მგელაძე,მმართველ პარტიას ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებს. „რუსთავის თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ. უბანზე შესვლამდე ეკითხებიან ვის აძლევენ ხმას და თუ მათი მხარდამჭერი არ აღმოჩნდება, სხვადასხვა გზებით ზეწოლას ახდენენ მასზე. ასევე, ვინც არ მოდის არჩევნებზე, ურეკავენ და აშინებენ.

კონკრეტულად გეტყვით მე-2 საარჩევნო უბანზე, სადაც ასეთი ვითარება ჩვენმა წარმომადგენელმა გადაიღო და ეს ხდება უბნების უმეტესობასთან“- აცხადებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ მგელაძე.

ბრალდებებს „ქართული ოცნების“ რუსთავის ორგანიზაცია პასუხობს და აცხადებს, რომ პარტიის ყველა წევრი, მუშაობს არსებული კანონმდებლის სრული დაცვით.

რუსთავის მე-2 საარჩევნო უბანის წინ მოქალაქეების მცირე ჯგუფი, „ქვემო ქართლის საინფრომაციო პორტალმაც” დილის პირველ ნახევარში გადაიღო. უბნის წინ მდგომი პირები აცხადებდნენ, რომ პარტიას არ წარმოადგენენ. ასევე, მოქალაქეთა ჯგუფი, ფურულებით ხელში,  გადავიღეთ რუსთავის 33–ე საარჩევნო უბნის წინაც. ამ შემთხვევაში მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენდნენ.

„ჩვენი მოვალეობაა ვნახოთ მოდის თუ არა ამომრჩეველი. უბანზე ამომრჩევლის  35% მაინც უნდა გამოცხადეს. ამისთვის ვმუშაობთ ჩვენ“– აცხადებს 33-ე საარჩევნო უბნის წინ, მდგომი კარლო იმედაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად გაგვეცნო.